"პანაითოლიკოსის" ავსტრიელმა მეკარე კრისტოფერ კნეტმა პაოკ-თან გამართული მატჩის შემდეგ ნიკა ნინუასგან მიღებული ბურთის შესახებაც ისაუბრა.
"საწყისი 20 წუთი კარგად არ ჩაგვიტარებია, თუმცა მას შემდეგ თამაში გავაუმჯობესეთ. ვფიქრობ, ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა.
რაც შეეხება ჯარიმის ეპიზოდს, მარჯვენა კუთხისკენ მოძრაობის დაწყება არასწორი გადაწყვეტილება გახლდათ. თუმცა ძალიან კარგი დარტყმა იყო.
უნდა ვაღიარო, პოზიცია რომც არ შემეცვალა, იმ დარტყმულის აღება მაინც გამიჭირდებოდა. რას ვიზამთ, ასეთია ფეხბურთი", - განაცხადა კიპერმა.
ნიკა ნინუას კი საბერძნეთის სუპერლიგაში სადებიუტო გოლი მართლაც ძალიან ეფექტური გამოუვიდა.
მომზადებულია onsports.gr-ის მიხედვით