ნიკა ნინუას ბრწყინვალე გოლი მეტოქე მეკარემ შეაფასა

AutoSharing Option
"პანაითოლიკოსის" ავსტრიელმა მეკარე კრისტოფერ კნეტმა პაოკ-თან გამართული მატჩის შემდეგ ნიკა ნინუასგან მიღებული ბურთის შესახებაც ისაუბრა.

"საწყისი 20 წუთი კარგად არ ჩაგვიტარებია, თუმცა მას შემდეგ თამაში გავაუმჯობესეთ. ვფიქრობ, ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა.

რაც შეეხება ჯარიმის ეპიზოდს, მარჯვენა კუთხისკენ მოძრაობის დაწყება არასწორი გადაწყვეტილება გახლდათ. თუმცა ძალიან კარგი დარტყმა იყო.

უნდა ვაღიარო, პოზიცია რომც არ შემეცვალა, იმ დარტყმულის აღება მაინც გამიჭირდებოდა. რას ვიზამთ, ასეთია ფეხბურთი", - განაცხადა კიპერმა.

ნიკა ნინუას კი საბერძნეთის სუპერლიგაში სადებიუტო გოლი მართლაც ძალიან ეფექტური გამოუვიდა.

მომზადებულია onsports.gr-ის მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ევროპის ჩემპიონატზეც მომელოცოს შენი გასროლა ნიკა
ზაზა ნ
18:05 02-11-2020
0
საღოლ, მაგარი გოლია. ნიკა, უკვე ორი წელია ჩემს მეგობრებს შენ თავს ვაწონებ. იმედი არ გამიცრუო. მჯერა, დიდ ფეხბურთს ითამაშებ!
mamuka09ze
17:16 02-11-2020
0

სიახლეები პოპულარული