fanatik.com.tr-ი წერს, რომ თურქეთის სუპერლიგის გასული სეზონის ვერცხლისპრიზიორ "ტრაბზონსპორს" მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად შოთა არველაძე ჰყავს.
მთავარი პრეტენდენტი "ტრაბზონის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე აბდულა ავჯი გახლავთ, რომელთანაც შავიზღვისპირელები მოლაპარაკებებს რამდენიმე დღეა აწარმოებენ, თუმცა შეთანხმებას ვერა და ვერ მიაღწიეს.
შოთა, მოგეხსენებათ, "ტრაბზონსპორის" ლეგენდაა, რომელიც ამჟამად ტაშკენტის "ფახთაქორს" წვრთნის. "ტრაბზონის" ხელახლა ჩაბარების შანსი დიდი არ არის, თუმცა მაინც შესაძლებელია ქართველი თურქეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის სათავეში ვიხილოთ.
შოთა არველაძის რეაქცია, როდესაც ტაშკენტში ქართული ბანკი აღმოაჩინა [VIDEO]
შოთა არველაძე: "ფინალში მაყურებელთან ერთად უნდა გავიმარჯვოთ!"
ეხლე მეორე: მწვრთნელი რომ მიდის გუნდში, პასუხისმგებლობას იღებს შედეგზე და ფულს უხდიან შედეგში და არა იმაში თავის თანამემამულეები გამოზარდოს და დაავაჟკაცოს იქ. თუ ვინმეზე ჩათვლის რომ საქმეს გაუკეთებს და ჭირდება, წაიყვანს. მაგალითად ქაისერისფორში ჰყავდა ხიზანიშვილი და ამისულაშვილი მგონი. ზუსტად არ მახსოვს, მგონი ამისულაშვილიც ამასთან იყო გუნდში. როცა ორივეს ინტერესები იკვეთები და ფეხბურთელს სარგებლის მოტანა შეუძლია, რა თქმა უნდა მიიყვანს, მაგრამ დაუმსახურებლად, თავისი კლუბი არ არის ეგ რომ ქართველებით გაავსოს.
ქეცბაიას რაც შეეხება, ქეცბას სხვა დონის ავტორიტეტი აქვს ანორთოსისში და სხვანაირად ეთქმის სიტყვა. ანორთოსის ლეგენდაა როგორც ფეხბურთელი, მწვრთნელსდ დიდი დამსახურება აქვს კლუბის წინაშე და აქვს იმდენი ვესი უკვე რომ აჩმახოს როგორც უნდა. მაგრამ პირეოსის ოლიმპიაკოსში რომ მივიდეს, სადაც ადრე მუშაობდა ან აეკში, იქაც კი ვერ მიიყვანს ქართველებს ეგრე მარტივად. უნდა შეესაბამებოდეს ფეხბურთელი კლუბს თავისი დონით.
პ.ს. ზოგადად თემო სხვანაირად ჯიგრიანია, ფეხბურთელიც სხვანაირად თავდადებული იყო მოედანზე და მწვრთნელიც სხვანაირად გულიანია ბევრისგან განსხვავებით, მაგრამ ამ შეთხვევაში ის ფაქტორები უფრო მუშაობს რაც ზემოთ დაგიწერე. ისე კი მეგობარო, მართლა დაიკიდე და ნუ ინერვიულებ, არავის არ გვინდა ტაშკენტის ფახთაქორში ქართველი ფეხბურთელები :)) მაგას მირჩევნია ბათუმის დინამოში, ლოკომიტივში და გორის დილაში ითამაშონ და იქიდან წაიყვანონ ნაკრებში.