ხვიჩა "სევილიაში"? შეიძლება იგივე მოხდეს, რაც მირანჩუკს "ატალანტაში" შეემთხვა - რუსი კომენტატორი

AutoSharing Option
"მატჩ ტვ"-ის კომენტატორმა სტანისლავ მილინმა sportbox-თან ინტერვიუში ყაზანის "რუბინის" ქართველ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"ხვიჩას "სევილიაში" ტრანსფერი სავსებით შესაძლებლად მიმაჩნია, რადგან კვარაცხელიას ევროპული დონის პოტენციალი აქვს. კიდევ ერთი ფაქტორია, მიმდინარე სეზონში ოკამპოსის შედეგიანობა ძალიან დაეცა და წინა წლის ჩრდილიც არ არის, საკუთარ თავს არ ჰგავს, არადა, შარშან ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენაფლანგელი იყო. ახლა ტრავმა ბოლომდე ვერ მოიშუშა.

შემიძლია ხვიჩა "სევილიას" მარცხენა ფლანგზე წარმოვიდგინო, თუმცა მთავარია, რა დრო დაეთმობა მას. ამ გუნდში ძალიან დიდი კონკურენციაა. იმაზე ვლაპარაკობ, რატომაც მირანჩუკი "ატალანტაში"
ვერ თამაშობს. ზუსტად იგივე რამ შეიძლება განმეორდეს ხვიჩას შემთხვევაში. მას ახალ ჩემპიონატთან, განსხვავებულ რიტმსა და ფეხბურთთან შეგუება მოუწევს. ამ ყველაფერში ფიოდორ სმოლოვი სულ ცოტა ხნის წინ დარწმუნდა.

თუმცა ხვიჩა ფიოდორზე გაცილებით ახალგაზრდაა. ქართველი ფეხბურთელად ახლა ყალიბდება. თუ ევროპულ კლუბში ახლა გადავა, შესაძლებელია, ეს პროცესი დაჩქარდეს.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეტევის მარცხენა ფლანგზე "სევილიას" ახალგაზრდა ტალანტი ჰყავს. ეს ბრაიან ჰილი გახლავთ, რომელიც "ეიბარშია" განათხოვრებული და გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა და განვითარება შეუძლია. ეს ყველაფერი, ჯამში, ხვიჩასთვის საინტერესო, კონკურენტულ და საკმაოდ რთულ პირობებს ქმნის", - თქვა მილინმა.


მკითხველის კომენტარები / 15 /
ხვიჩასთვის შემდეგი საუკეთესო ვარიანტად ჰოლანდიაში თამაში მიმაჩნია აიაქსი იდეალური ვარიანტი იქნებოდა ასევე პსვ ან ვიტესიც
ჰოლანდიის ჩემპიონატი შეტევაზეა ორიენტირებული და ხვიჩა საუკეთესოდ წარმოაჩენს თავს და კიდევ უფრო გაიზრდება და დაღვინდება, მგონია რომ შეტევაშიც უფრო მოუმატებს, თან დაცვაშიც ხისტები არ არიან და ტრამვებისგანაც მეტად იქნება დაზღვეული, მერე შეიძლება სხვა უფრო მაღალი დონის კლუბებზე და ჩემპიონატზე ფიქრი ალბათ ორ წელიწადში ფასიც მოემატება, ლუი სუარესი ზლატანი კიდევ რამდენი ვინ მოსთვლის დეიონგი ზიეჩი, ტალანტებს აფასებენ აიაქსში ნამდვილად კარგი არჩევანი იქნება ყოველ შემთხვევაში ეს ჩემი აზრია და კარგი იქნება თუ აიაქს შეთავაზებს მის თავს აგენტი
გოგა
05 ნოემბერი 2020 17:30
11
გოგა-ს! რატომ უნდა გადავიდეს უფრო ძლიერი ჩემპიონატიდან უფრო სუსტში. ფასის მატებაზე ისე ლაპარაკობ თითქოს წილში იჯდე) იდეალური ვარიანტი დორტმუნდია. ჰოლანდი კვარაცხელიას ტანდემი მაგრად გაამართლებს. თანაც ბუნდესლიგა ნაკლებტრამვიანია.
დავით 67
05 ნოემბერი 2020 18:10
6
დორტმუნდი ან აიაქსი. ოცნებაა, მაგრამ კლოპის ხელში რა მაგრობა იქნებოდა.
LIVERPOOL
05 ნოემბერი 2020 17:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული