ხვიჩა "სევილიაში"? შეიძლება იგივე მოხდეს, რაც მირანჩუკს "ატალანტაში" შეემთხვა - რუსი კომენტატორი

AutoSharing Option
"მატჩ ტვ"-ის კომენტატორმა სტანისლავ მილინმა sportbox-თან ინტერვიუში ყაზანის "რუბინის" ქართველ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"ხვიჩას "სევილიაში" ტრანსფერი სავსებით შესაძლებლად მიმაჩნია, რადგან კვარაცხელიას ევროპული დონის პოტენციალი აქვს. კიდევ ერთი ფაქტორია, მიმდინარე სეზონში ოკამპოსის შედეგიანობა ძალიან დაეცა და წინა წლის ჩრდილიც არ არის, საკუთარ თავს არ ჰგავს, არადა, შარშან ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენაფლანგელი იყო. ახლა ტრავმა ბოლომდე ვერ მოიშუშა.

შემიძლია ხვიჩა "სევილიას" მარცხენა ფლანგზე წარმოვიდგინო, თუმცა მთავარია, რა დრო დაეთმობა მას. ამ გუნდში ძალიან დიდი კონკურენციაა. იმაზე ვლაპარაკობ, რატომაც მირანჩუკი "ატალანტაში"
ვერ თამაშობს. ზუსტად იგივე რამ შეიძლება განმეორდეს ხვიჩას შემთხვევაში. მას ახალ ჩემპიონატთან, განსხვავებულ რიტმსა და ფეხბურთთან შეგუება მოუწევს. ამ ყველაფერში ფიოდორ სმოლოვი სულ ცოტა ხნის წინ დარწმუნდა.

თუმცა ხვიჩა ფიოდორზე გაცილებით ახალგაზრდაა. ქართველი ფეხბურთელად ახლა ყალიბდება. თუ ევროპულ კლუბში ახლა გადავა, შესაძლებელია, ეს პროცესი დაჩქარდეს.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეტევის მარცხენა ფლანგზე "სევილიას" ახალგაზრდა ტალანტი ჰყავს. ეს ბრაიან ჰილი გახლავთ, რომელიც "ეიბარშია" განათხოვრებული და გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა და განვითარება შეუძლია. ეს ყველაფერი, ჯამში, ხვიჩასთვის საინტერესო, კონკურენტულ და საკმაოდ რთულ პირობებს ქმნის", - თქვა მილინმა.


მკითხველის კომენტარები / 15 /
აცადეთ თამაში. სტაბილურად ითამაშოს მთავარია და კარგი გუნდი აუცილებლად გამოჩნდება. მასე მიგყავდათ ჩაკვეტაძე ხან მარსზე და ხან ვენერაზე, მაგრამ ვხედავთ რაც მოხდა. იმედია მალე გამოჯანმრთელდება ჩაკვე და განაგრძობს პროგრესს.
11
06 ნოემბერი 2020 13:10
0
აიაქსი კაი ვარიანტია უდავოდ მარამ აიაქს მარცხნივ კაი შემტევები ჰყავთ დორტმუნდის უფრო ჭირდება მარიზე მაცლიერება.ბიძომ ფლანგებთან თავშესაფარია თემებს გვარებს.
Amiko
06 ნოემბერი 2020 12:41
5
ხვიჩა კარგი ბიჭია და სადაც არის და რა ჩემპიონატშიც თამაშობს შესანიშნავად გაიზრდება, თორემ იყო მილანში კაშკაშა ვარსკვლავი უკრაინელი შევჩენკო წავიდა სხვა გუნდში და ჩაქრა
კოტე
06 ნოემბერი 2020 12:16
0
უბრალოდ ხვიჩას თამაშის ყურება მირანჩუკისგან განსხვავებით დიდი სიამოვნებაა.თან შედეგიც მოაქვს.რას იზამს ტოპ ჩემპიონატში გამოჩნდება.დრიბლინგთან ერთად მოედნის ხედვაც რომ აქვს რუბინში 50 მეტრიან საგოლე პასით დაგვანახა.მოკლედ მთავარია ჯანმრთელობა და ისეთ გუნდში მოხვედრა სადაც ძირითადის მოთამაშე იქნება
ჩემი აზრით
06 ნოემბერი 2020 11:42
1
ეს კაცი ყველგან გაქაჩავს
ჩაკვეტძეს ტრამვა რატო გაასაიდუმლეს ამ უვარგისებმა, რა ხდება იცით ვინმემ?
თენგო
06 ნოემბერი 2020 11:22
0
გეყოფათ! კმარა! ნიკანორ მელიასი არ იყოს: რას ემსახურება ასეთი სტატიები? ცოდოა ბიჭი და სირცხვილია ეს ზეაღტკინება ჰაერზე, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ. არ ჭირდებათ სევილიას სკაუტებს თქვენი “დახმარება”. არ დაბლოკოთ.
ლევანი
06 ნოემბერი 2020 03:10
4
იგივე მირანჩუკის ქართველი და ჩვენი ნაკრების ფეხბურთელი რომ იყოს ვურჩევდი ლოკომოტივში დარჩენას. ჯერ ერთი რუსეთის ლიგა ტოპ 5-ის შემდეგ ევროპაში საუკეთესოა. მეორეც, ლოკომოტივი მუდმივად ჩემოიონობისთვის/თასისთვის იბრძვის, ერთერთი ფავორიტია და ჩლ-შიც სისტემატიურად გამოდის. მეტიც მაგალითად ევროპა ლიგაზე უმაღლესი მიზნებისთვის შეუძლია ბრძოლა რაც არაერთხელ დაამტკიცეს ცსკამ, ზენიტმა და იგივე ლიკომ. მესამე მიზეზი ანაზღაურებაა. პირადად მირანჩუკი ხელფასის ორჯერ შემცირებაზე დათანხმდა იტალიაში გადასასვლელად. მიზეზი 4. თავის კლუბში და ქვეყანაში მირანჩუკი უკვე ლეგენდა იყო და კლუბში დარჩენით ამ სტატუსს საბოლოოდ განიმტკიცებდა. კარიერის დასრულების შემდეგ არც სამუშაო ადგილის ძებნა მიუწევდა. საკუთარ ძმასთან ერთად კლუბის ხელმძღვანელობაში გადაინაცვლებდა. და რა მიიღო სანაცვლიდ? მაქსიმუმ შეცვკაზე თამაში უკვე დასრულებულ მატჩებში სადაც გოლიც კი გაიტანს მაგრამ დაწინაურებას მაუნც არავინ უოირებს. უცხო გარემო, ოჯახს, ტყუპუსცალს და ახლიბლებს მოწყვეტილი, უცხო კულტურის და ენის გარემოში... ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაირთულებს ადაპტაციას და მიუხედავად იმისა რომ ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის დიდი ალბათობით 1 წელიწადში ჯერ ისევ ევროპაში ცდის ბედს ოღონდ ერთი საფეხურით დაბალ დონეზე მაგალითად სადმე ბოლონიაში, ჯენოაში ან ვესტ ბრომვიჩში და საბოლოო გულაცრუების შემდეგ, გვარიანად შესუსტებული სადმე მოსკოვის დინამოში ამოყოფს თავს სადაც სსკუთარი ქმედითუნარიანობის ხელახლა დამტკიცება მოუწევს.

ეს ყველაფერი იმისთვის არ დამიწერია რომ ხვიჩაზე გადავიტანო კოპი ფეისტით. პირიქით, ამ ბიჭს ყვეკაზე მნიშვნელოვანი რაც აქვს არა უსაზღვრო ტალანტი არამედ ამ ასაკისთვის გასაოცარი პროფესიონალიზმია! ხვიჩა ყველგან შეძლებს თავის დამკვიდრებას და ეს მაშინ დაამტკიცა როდესაც რუსთავიდან რუსეთის ჩემოიონ გუნდში აღმოჩნდა. მაშინ დონეებს შორის ცა და დედამიწასავით განსხვავება იყო და ახლა ამხელა ნახტომის გაკეთება აღარ დასჭირდება რომელ ლიგაშიც არ უნდა მიხვდეს. ვიმეორებ რუსეთი ტოპ 5-ს ყველაზე მეტადაა მიახლოვებული. მეტიც ხვიჩას უკვე შეუძლია უმაღლეს ეშელონში თავის წარმოჩენა. დამეთანხმება მცოდნე ხალხი რომ სევილია და ფორტმუნდი მაინც მეორე ეშელონია. თუმცა მისთვის ალბათ ყველაზე ხელსაყრელი ასეთი სცენარი იქნება. სეზონის ბოლომდე რუბინში (სლუცკის დარჩენის პირობებში), შემდეგ მეორე ეშელონი და უმაღლრსი ეშელონის კლუბების მთავარი მომმარაგებელი ბოლო ათწლეულში დორტმუნდის ბორისია და კიდევ 2 წელიწადში, 22 წლის ასაკში ოცნების ახდენა და რეალ მადრიდი!
ზაზა
05 ნოემბერი 2020 18:52
13
ამის მოგონილი კი არაა. უეფამ დაადგინა რუსეთის ლიგა მეექვსეა ევროპაში და მაგიტომაცაა რო ჰოლანდიაზე პორტუგალიაზე ბელგიაზე და თურწეთზე მეტი გუნდი ყავს ლიგაზე. თუ არ იგი წაიკითხე. ზენიტი, ლოკომოტივი და კრასნოდარი.
ტუპხუთს
06 ნოემბერი 2020 14:17
1
ტოპ 5 ის მერე ევროპაში საუკეთესო რანაირადაა , ანუ ჰოლანდიის ჩემპიონატს ჯობია , ბელგიისას და თურქებისას?
Top 5 ooooo:))
06 ნოემბერი 2020 00:34
7
უმნიშვნელოვანეს თამაშამდე ერთი კვირა დარჩა... შევიკავოთ თავი და ნუ ავუბნევთ თავგზას ადეთი თემების განსჯით. წარმატებები ხვიჩა!!!
ქართველი888
05 ნოემბერი 2020 18:35
3
ხვიჩასთვის, ჩემი აზრით, იდეალური იქნებოდა გერმანიის ჩემპიონატი - დორტმუნდი თუ არა, თუნდაც ლაიფციგი, გლადბახი ან ლევერკუზენი. თამაშის სტილიდან და გერმანელების ახალგაზრდების მიმართ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ეს მიმართულება უფრო პერსპექტიულად მიმაჩნია, ვიდრე ესპანეთი.

ჰოლანდიაში - მხოლოდ აიაქსი.

ინგლისიც მოუხდება სტილით, მაგრამ მანდ ახალგაზრდებს ბევრ შანსს არ აძლევენ და ადაპტაცია, თუ გაუჭიანურდა, შეიძლება სულ დაიკარგოს, თუმცა იგივე ლესტერი კი მოუხდებოდა, თამაშის სტილიდან გამომდინარე.
Just Supporter
05 ნოემბერი 2020 18:25
0
კვარა მაგარრი ხარ გენაცვალე. რაც შეეხება . საქართველოს ჩემპიონატიდან წამოვიდა რუსეთში თინეიჯერი ადაპტაცია ისე გაიარა რომ მთელი რუსეთი აგალაპარაკათ და არა მარტო რუსეთი . სადაც ცავა ყველგან ისე ითამაშებს რომ ყველას თვალში მოხვდება. რატომ? ინიტომ რომ უფლისგან ნაჩუქარ ტალანტს ყოველთვის გამორჩეული იქნება . თან უყვარს ფეხბურთი ბურთი. დისციპლინა . ვინც მას უყურებს ყველა დადებით ადამიანად აქებს და დისციპლინაც
ემიგრანტი
05 ნოემბერი 2020 18:19
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული