
"რუბინის" გულშემატკივრებმა ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია აღიარეს.
ხვიჩას გამოკითხულთა 42%-მა მისცა ხმა. მეორე ადგილზე 23%-ით სოლტმურად ბაკაევი გავიდა, ხოლო მესამეზე 17%-ით - ჯორჯე დესპოტოვიჩი.
კვარაცხელია გულშემატკივრებმა აგვისტოსა და სექტემბერშიც გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნიეს.