ქინქლაძის შედევრით გაოცებული სტერლინგი[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისური მანჩესტერ "სიტის" ინგლისელ შემტევს, რაჰიმ სტერლინგს კლუბის ისტორიაში არსებული გამორჩეული მომენტები გაახსენეს.

ყველა სხვა დანარჩენთან ერთად, 5-წუთიან ვიდეორგოლში გიორგი ქინქლაძის გენიალურ გოლსაც შეხვდებით, რომელიც მან "საუთჰემპტონთან" გაუტანა. 

აღსანიშნავია, რომ ქართველის უნარებით გაოცებულმა სტერლინგმა ქინქლაძის ეროვნების შესახებ იკითხა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამ ვიდეოს ყურების დროს ერთის მხრივ გული დამწყდა. ეს ცანცარა და უკლასო ფეხბურთელიც რომ გაიკვირვებს ქინქლაძის ნიჭს. ტიპმა მარტო სირბილი იცის. თუმცა მეორეს მხრივ ქინქლაძემ თავად უქნა თავის თავს. ტიპს მესის და მარადონას 70 პროცენტი მაინც უნდა ეთამაშა და დღეს სიტის აქტიური ფეხბურთელებიც კი არ იცნობენ რომ არსებობდა გუნდის ისტორიაში ასეთი ვინმე.
ეჰ
15:30 07-11-2020
5
გასაგებია და სასიამოვნოა სტერლინგის დონის ფეხბურთელის შეფასება. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ სტერლინგი რინუს მიხელსის დონის სპეციალისტი არ არის რომ მისი შეფასება (ზედაპირული) საყოველთაო ზეიმად გადავაქციოთ. ეს ერთი და მეორე ის არის, რომ ქინქალძის მოსვლის მერე მანჩესტერ სიტი მესამე ლიგაში გავარდა. მთელი რესურსები გიოს დაახარჯეს თამაში მასზე ააწყვეს, პირველი სეზონის შემდეგ გიოს ღირებული არაფერი აღარ შეუქმნია. სამწუხარო რეალობაა მაგრამ რას ვიზამთ. სიტიში ტრანსფერის შემდეგ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაწერა ქინქლაძე ან ჩემპიონს გახდის სიტის ან პირველ ლიგაში გააგდებსო. სამწუხაროდ მისი პროგნოზი 100% ახდა.
აგული-11
13:16 07-11-2020
6

სიახლეები პოპულარული