ყაზახეთის ჩემპიონატზე კვლავ გამოიჩინა თავი ელგუჯა ლობჟანიძემ.
მე-8 ტურში მისმა გუნდმა საკუთარ მოედანზე ფრეს მიაღწია "კაირატთან" (2:2), რომელმაც წინა ტურში გაინაღდა ოქროს მედლები.
მატჩის დაწყებამდე მასპინძლებმა სტუმრებს საჩემპიონო დერეფანი მოუწყვეს. ალმა-ატელები 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ შემდეგ ლობჟანიძემ ერთი საპასუხო გოლი გაიტანა, შეხვედრის დასასრულს კი ხორვატმა მცველმა ივან გრაფმა ანგარიში გაათანაბრა.
"კაისარმა" ჩემპიონატზე მე-5 ადგილი დაიკავა, ხოლო ლობჯანიძემ 13 მატჩში 8 გოლი გაიტანა.
პ.ს. გოლი ყოველ თამაშში! კაცი იმ ჩემპიონატის ბომბარდირია სადაც ვაგნერ ლავი ბრწყინავს და “ვაი” მიქელთაძეს იძახებს რომელსაც ბოლო 2 სეზონში 1 გოლი აქვს გატანილი.