ქეცბაია "ანორთოსისის" ქართველ ფეხბურთელებთან ერთად თბილისში გამოფრინდა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატზე "ანორთოსისმა" აეკ-ს 1:0 სძლია და გალიდერდა, ნამატჩევს კი გამარჯვებული გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ პირველ ადგილზე არიან, თასის მეოთხედფინალში გავიდნენ, უფრო მეტს შეგირდებს ვერ მოსთხოვდა, თუმცა პირველ ტაიმში კიდევ უნდა გაეტანათ და მოეთავებინათ მეტოქისთვის საქმე.

საღამოს თემური გიორგი ლორიასთან, ბუბა დაუშვილთან, თორნიკე ოქრიაშვილთან და გიორგი ქვილითაიასთან ერთად კერძო თვითმფრინავით თბილისში გამოფრინდა. ოთხივე ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სამი უახლოესი მატჩისათვის გამოიძახა და ქეცბაია ჩვენს ეროვნულ გუნდს უგულშემატკივრებს.

"ჯვაროსნები" შეკრებას დღეს იწყებენ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის
ფინალი კი 12 ნოემბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 43 /
დღეს ეს კომენტარი წავიკითხე, ვეთანხმები როგორც ნამდვილი ქართველი გულშემატკივარი და ვაზიარებ.

შეიხლება ეს არც ფედერაციამ, არც ფეხბურთელებმა და შესაძლოა არც ჟურნალისტებმა გააკეთონ მაგრამ თითოეული ქართველის გულიდან და მეხსეიერებიდან ამ უდიდეს მადლიერებას ვერავინ ამოშლის! დიდი მადლობა ბატონო თემურ!
Vetanxmebi
09 ნოემბერი 2020 02:55
0
თუ გავედით ქეცბაიას უდიდესი წვლილი იქნება ამ საქმეში
დათო სვანი
09 ნოემბერი 2020 03:31
0
თემურ ჟურნალისტები კი არიან შენზე გაბრაზებულიბი,მაგრამ იმას ვერავინ უარყოფს(ჟურნალისტებს ვგულისხმობ) რომ შენი სამშობლოს სიყვარულში და ერთგულებაში ბადალი არა გყავს!მე ერთ რიგით გულშემატკივარს ეს ინფორმაცია რომ წავიკითხე გული სიამაყით ამევსო და თვალებზე ცრემლი მომადგა და ეროვნულის ნაკრების ფეხბურთელებითვის ეს დიდი სტიმული იქნება.თემურ შენ ცხოვრებასი წარმატებებს გისურვებ და ჩვენს ნაკრებს 12 გამარჯვებას!
gogia
09 ნოემბერი 2020 10:13
0
ვენაცვალე თემურს!! ნამდვილ პატრიოტს და მართალ კაცს !!!
di ma
09 ნოემბერი 2020 09:30
0
როგორ გაუკვირდა რა:))) როგორ გაგიკვირდათ რა:))))))) შემოგევლე თემურ!!!
დიმო
09 ნოემბერი 2020 10:10
0
თემურ მაგარი კაცი ხარ
gio
09 ნოემბერი 2020 08:34
0
გულმა არ გაუძლო და ამ ისტორიულ მატჩზე ჩამოვიდა.ამისნაირი ჯიგარი და მოედანზე რაც შეეძლო ყველაფრის დამდები ფეხბურთელი საქართველოს არ ყოლია.
master
09 ნოემბერი 2020 11:38
0
ნაკრებს ფაქტიურად ორი მწვრთნელი ჰყავს. და თემურის როლის ფასდაუდებელია. მთავარია 12-ში გამარჯვება!!!
ბესო
09 ნოემბერი 2020 12:28
1
თემურ ქეცბაიას, დიდ საფეხბურთო პიროვნებას, რიგითი ქართველი გულშემატკივრისაგან ყველაფრისთვის დიდი მადლობა
juna
09 ნოემბერი 2020 11:06
0
შენს კაცობას გაუმარჯოს თემო!
ჯეკო
09 ნოემბერი 2020 08:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული