Calciomercato: ხვიჩათი სერია A-ს ერთბაშად 3 გუნდი დაინტერესდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით 3 იტალიური კლუბი დაინტერესდა, - ირწმუნება Calciomercato.

გამოცემის მტკიცებით, კვარაცხელიას შეძენა "ტორინოს", "უდინეზესა" და "სასუოლოს" სურთ, მაგრამ მთავარი პრეტენდენტი ტურინული კლუბია.

ამ სეზონში ქართველმა ლეგიონერმა "რუბინში" 14 მატჩში 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა და ზედიზედ სამჯერ დაასახელეს გუნდის თვის საუკეთესო ფეხბურთელად.

Transfermarkt-ის მიხედვით, მისი სატრანსფერო ფასი 7.5 მილიონი ევროა, კონტრაქტი კი ყაზანურ კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რთულია იტალია,ძაან გაუჭირდება, დარჩეს ჯერ სადაცაა,კარგადაა.ეგ 1წელიწადში შეიძლება. ჯერ ადრეა, მოძლიერდეს ცოტა.
გია
22:55 10-11-2020
0
დაანებეთ ამ სისულელეების წერას თავი,მასე დარწმუნებული ვარ ქართულ გუნდებსაც ექნებათ სურვილი,ვიმეორებ სურვილი და მეტი არაფერი,დაახლოებით ასეთია ეს დაინტერესება უცხოური კლუბების..მაპატიეთ მაგრამ ეს თქვენი მოწოდებული იმფორმაცია სიაფანდი მგონია,მგონია რა თითქმის დარწმუნებული ვარ!
pipito
09:27 10-11-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული