საფრანგეთის მოქალაქე, წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ბელგიის პროქსიმუს ლიგაში ბრწყინვალედ თამაშობს და 9 მატჩი უკვე 15 გოლის გატანა მოასწრო, რითიც მედიის ყურადღება მიიპყრო და ბელგიურმა ტელევიზი T2-მა მასზე რეპორტაჟი მოამზადა.
სიუჟეტში გიორგის პერსონალური და ფეხბურთო ბიოგრაფია მოკლდაა მოთხრობილი და მასზე "სერანის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მარკ გროჟანი საუბრობს. თავად მთავარმა მწვრთნელმა ემილიანო ფერერამ გიორგის შესახებ Sports Weekend-თან გააკეთა განცხადება.
"ამ ბიჭს გოლების გატანა ძალიან ადვილად შეუძლია, ნებისმიერი პოზიციიდან, ნებისმიერ სიტუაციაში. გიორგის ბრწყინვალე ტექნიკა აქვს, კარგი სისწრაფე, გოლის საოცარი ალღო, ეს
მისი საუკეთესო თვისებებია,"- თქვა გროჟანმა.
"დიახ, ის ფენომენია, აბა რა! მას ყველანაირი გოლის გატანა შეუძლია, მიქაუტაძეს წინ დიდი კარიერა ელოდება,"- შეაქო შეგირდი ფერერამ.
თავად გიორგი, უფრო მოკრძალებული იყო:
"აქ სათამაშო წუთების მისაღებად ჩამოვედი. მინდა ყველას ვაჩვენო, რომ ლიგა 1-სა და "მეცში" სათამაშოდ მზად ვარ."
გარდა ამისა, სატელევიზიო რეპორტაჟის ბოლოს, მიქაუტაძემ საოცნებო კლუბი და ტიტულებიც დაასახელა:
"ოცნების გუნდი? ჰმ, "ბარსელონა". ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიო თასი? ორივე და "ოქროს ბურთიც","- დაამატა ხუმრობით 20 წლის ფორვარდმა.
მიქაუტაძემ ბელგიის ჩემპიონატზე მე-15 გოლი გაიტანა [VIDEO]
საქართველოს ნაკრებში უნდა ჩამოვიყვანოთ - მიქაუტაძემ კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა [VIDEO]