
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ვებგვერდზე აზიის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელის გამოსავლენად გამოკითხვა მიმდინარეობს და 4 საუკეთესო დამრიგებელს შორის შოთა არველაძეც არის.
საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და ამჟამად ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელი გამოკითხვაში მეორე ადგილს იკავებს და "პერსეპოლისის" თავკაც იაჰაია გოლმოჰამადის ჩამორჩება.