ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ უკმაყოფილება გამოთქვა "როტორის" მწვრთნელის, ალექსანდრ ხაცკევიჩის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, თითქოს მუხლის პრობლემის გამო ფეხბურთელის კარიერის დასრულებას აპირებს.
"გუშინ სახლში საქართველოსა და სომხეთის მატჩს ვუყურებდი. შეხვედრის შემდეგ ეს სიახლე "ჩამიგდეს". რა შემიძლია ვთქვა? არ მიყვარს, როდესაც ჩემზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდება და ამიტომ გადავწყვიტე უარმყოფელი პოსტის გამოქვეყნება. ეს სიცრუეზე ჩემი რეაქციაა - ხალხმა, რომლებმაც არ იციან ჩემი მდგომარეობა, ამ სისულელის დაწერა გადაწყვიტეს.
არ ვიცი, რა თქვა ხაცკევიჩმა, სათაური ვნახე, შემდეგ ჩემთვის წაკითხვა საინტერესო არ იყო, რა ეწერა იქ და
საერთოდ ამას ვინ ამბობდა. ამიტომ ეს საერთოდ არ მაინტერესებს, ხაცკევიჩმა დაწერა თუ კიდევ ვინმე სხვამ, რადგან ყველაზე მთავარია რას ვფიქრობ დ ვგრძნობ. თუ კარიერის დასრულებას გადავწყვეტ, ყველაზე პირველი მე ვიტყვი. ჩემს მაგივრად ვიღაც რატომ ლაპარაკობს?
ახლა თავს ნორმალურად ვგრძნობ, მოსკოვის შემდეგ თურქეთში ვიყავი, სადაც ვმკურნალობდი და შემოწმება გავიარე. აღდგენის მეორე ეტაპს გავდივარ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად გავემგზავრე. მითხრეს, რომ არაფერი სერიოზული არ მჭირს. სამკურნალო პროცედურებს გავდივარ, დავრბივარ და ვვარჯიშობ. ვფიქრობ, იანვარში 100%-ით მზად ვიქნები", - ციტირებს ჯანოს Sport24.