სლუცკი: ხვიჩა კაიფობს და მაქსიმალურად ერთობა - ლაღია და ფეხბურთი უყვარს

AutoSharing Option
"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას მენტალიტეტზე ისაუბრა და "მონაკოს" ნახევარმცველ ალექსანდრ გოლოვინს შეადარა.

- რამდენადაც ვიცი, გოლოვინი დღემდე თავის ემოციურ პრობლემებს განიცდის. თქვენ მას ხშირად ესაუბრებით. ხვიჩას მსგავსი რამ ემართება?
- პირველ რიგში, ენობრივი პრობლემაა. კვარაცხელიას ყველაფერი ესმის, მაგრამ საუბარი უჭირს. მეორე - გოლოვინი ზრდასრულ და ხვიჩას ასაკშიც უფრო რეფლექსირებადი და დიდი იყო. კვარაცხელიას ბურთი უნდა მისცე, სათამაშო დრო, ცოტა ტაქტიკაში ჩასვა, პრინციპები აუხსნა და შეგიძლია დატკბე პროცესით ან იმედგაცრუებული დარჩე, თუ რაღაც არ გამოუვა. ამ ეტაპზე ეს მისი
პროგრესის სამართავად საკმარისია.

გოლოვინს ძალიან სერიოზული კომუნიკაბელური პრობლემები ჰქონდა, კოლექტივში ვერ ურთიერთობდა, ვეტერანების იუმორზე მტკივნეულად რეაგირებდა. ძმები ბერეზუცკები, იგორ აკინფეევი და ვერნბლუმი დასაშვების ზღვარზე ეხუმრებოდნენ. თუმცა, რა ზღვარზე - 5 წითელი ბარათი 2 წუთში.

- ხვიჩას შემთხვევაში?
- პირველი - "რუბინში" არ არიან ისეთები, რომლებსაც ვინმეს ჩაჩურთვა შეუძლიათ. მეორე - ხვიჩა გუნდში ყველას უყვარს. მესამე - ლაღი ბიჭია, რაღაც თემებზე განსაკუთრებულად არ რეაგირებს, ყოველთვის იცინის, ძალიან არ ჩაფიქრდება. კაიფში ცხოვრობს, ამ სიტყვის კარგი გაგებით.

ბაზაზე ცხოვრობს, საღამოს თვითონ გადის სავარჯიშოდ. მეც ყოველთვის დიდი ხანი ვარ ბაზაზე და ფანჯრიდან ვხედავ, რომ რაღაცის დასახვეწად წავიდა. ეს ედეგორის შრომა არაა, რომელიც სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობდა, ყოველ კუნთს ამუშავებდა - იქ ყველა ვარჯიში გაწერილია.

ხვიჩამ მოინდომა პენალტის დარტყმა - ურტყამს. მე ვეუბნები: "თერთმეტმეტრიანს რატომ ურტყამ? შენ თამაშისას მაინც არავინ დაგარტყმევინებს". უბრალოდ უნდა. მოკლედ, არა იმდენად გააზრებულად მუშაობს, რამდენადაც ემოციურად.

მას მოსწონს ბურთი, მოსწონს ფეხბურთი, უყვარს ბურთის თრევა, ვიდრე რაღაც გააზრებული, დაფუძნებული მეთოდიკა. სატრენაჟორო დარბაზში არასოდეს არ მინახავს. მხედველობაში მაქვს არა საერთო გუნდურ, არამედ თავისუფალ დროს ვარჯიში. მე იქ ხშირად ვარ და კვარაცხელია არასოდეს გაერთობა. როდესაც მოწყენილია, იქ არ წავა.

ჯერ ის ასეთი ფეხბურთელია, ახალგაზრდა, რომელიც "დისნეილენდში" ცხოვრობს და მაქსიმალურად ერთობა. საბედნიეროდ, ის ისეთი რამეებით ერთობა, რომლებიც მისი პროფესიის ნაწილს წარმოადგენს", - უთხრა სლუცკიმ ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ლევან სალუქვაძე ჩაკვეზე ვთქვიო რაღაცო ზუსტად არ მახსოვს მგონი ისე არ ქნათ რონ ესეც ყაზახეთში წავიდესო სათამაშოდო და კაცი აღარ მელაპარაკებაო გამინაწყენდაო აი კვარა და ჩაკვე დიდად განსხვავდებიან რა კვარა ბევრ მიაღწევს ჩაკვეს კი უკვე აუვარდა თავში... ყველაფერი თავიდან აქვს დასაწყები
KA
17 ნოემბერი 2020 15:49
3
Sportals ვთხოვ გაგვაგებინეთ კვარაცხელიას ავადმყოფობის შესახებ უკვე 10 დღე გავიდა რაც კოვიდი დაემართა ეხლა რა მდგომარეობაა მის ირგვლივ?
ბეღურა
17 ნოემბერი 2020 12:12
0
ნუ მიწყენს ჩაკვეტაძე მაგრამ დღეს საქართველოში კვარაცხელია არის ყველაზე ძლიერი და ტოპ ფეხბურთელი და ევროპაში ერთ ერთი საუკეთესო
ბეღურა
17 ნოემბერი 2020 12:09
0
ხვიჩა და ჩაკვე რომ ყოფილიყვნენ, ეხლა ევროპაზე ვიქნებოდით გასულები. საპირისპიროში ვერავინ დამარწმუნებს.
შაკო
17 ნოემბერი 2020 11:29
0
სლუცკი უპირველეს ყოვლისა არის ფეხბურთელის აღმზრდელი, განზრდელი კაცი! რა თქმა უნდა ფეხბურთის ზედმიწევნით მცოდნე და საუკეთესო ადამიანი. მაგრამ ის თავისი თვისებებით არის კლუბის ამშენებელი და არა ნაკრების მწვრთნელი! ახლა ნაკრების მწვრთნელის საუკეთესო კანდიდატურა იქნებოდა ლავრენტი ბერია!
aburjga
17 ნოემბერი 2020 10:49
0
ისე ხო არაა დრო თუნდაც თითოეული კუნთის განვითარებაზეც იზრუნოს ხვიჩამ... ოქროს კაცია თავისთვის რო ვარჯიშობს ხოლმე და ფიზიკასაც თუ დაიწყებს საერთოდ სუპერი გახდება... რონალდო არის ამის ნათელი მაგალითი, უბერებელსონაა ტიპი და არც ჯირკვივით ნაკაჩავები არაა, რაღაცა ამ ტიპის ვარჯიშებს უნდა მიეძალონ მართლა სტაბილური კარგი კარიერა თუ უნდათ ფეხბურთელებს თანამედროვე ფეხბურთში
რა მაფიაა?
17 ნოემბერი 2020 10:24
0
+111 და სიომინი რას შვება ეხლა, ის არ ჩამოვა ?
გადასარევი გიორგი
17 ნოემბერი 2020 02:59
0
ჯერ ერთი კვარაცხელია კარანტინში, მერე მეორეც მაგისნაირი ედეგოორა დაუნები აქცევენ ფეხბურთს და ვერაფერს იგებენ. მაგალითად ესიენიც გამოდგება და დროგბაც.
ddgfdf
17 ნოემბერი 2020 02:20
1
დროა დაუნის შეურაცხმყოფელ სიტყვად გამოყენებას გადავეჩვიოთ, თუ რამეს გვინდა მისი ვაღწიოთ ნებისმიერ სფეროში და მეორე ესიენი და დროგბა არ მგონია ფეხბურთში ცუდი მაგალითისთვის გამოდგნენ )))
რა მაფიაა?
17 ნოემბერი 2020 10:20
2
ერთი გაფიქრება მეც გავიფიქრე,კარგი ადამიანია,ახალგაზრდებთან მუშაობა იცის,ევროპაში ნამუშევარია,კარგი იუმორის გრძნობა აქვს,მორწმუნე ადამიანია,ქართველებთან კარგადაა, მოკლედ ბევრი დადებითი თვისება აქვს,ვიდრე უარყოფითი,მაგრამ არა მგონია,ალბათ არ წამოვა ნაკრების მწვრთნელად.თუმცა ხომ იცით,ნურასოდეს იტყვი,ნურასდროს......
კახა ქ.
17 ნოემბერი 2020 01:44
0
სლუცკი არის მაგარი ადამიანი და მერე მაგარი მწვრთნელი! იცის როგორ მიუდგეს ახალგაზრდებს, მაგიტომაც ითამაშებს კვარა დიდ ფეხბურთს ზუსტად რო სლუცკის ხელში მოხვდა! სიომინიც მაგარი კაცია.. ვაისი? ვაისს დაუღუპეს კარიერა ჩვენმა მგლებმა, თორე მაგარი სივი ქონდა აქ ჩამოსვლამდე.)))))))
სლუცკის მეზობელი
16 ნოემბერი 2020 22:29
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული