ჯიქიამ საქართველოში მიწის ნაკვეთი შეიძინა. რატომ აირჩია რუსეთის ნაკრები? - ჯანო განმარტავს

AutoSharing Option
ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ Sport24"-თან ინტერვიუში "სპარტაკზე", ხვიჩა კვარაცხელიასა და თავის მეგობარ გიორგი ჯიქიაზე ისაუბრა.

- მელქაძემ აღიარა, რომ როდესაც მოედანზე გადიოდა, უყვიროდნენ: "წადი, საზამთროები გაყიდე!"
- ასეთ რამეებს ყურადღება არ უნდა მიაქციო. რამდენი ფეხბურთელი იყო "სპარტაკში", რომლებიც "კუბანში", კრასნოდარსა" და მსგავს გუნდებში ფეერულად თამაშობდნენ, მოდიოდნენ "სპარტაკში" და არაფერი გამოსდიოდათ. ყველამ იცის, რომ "სპარტაკი" სულ სხვაა. უზარმაზარი ზეწოლის გამო აქ თამაში ძნელია. არც "ზენიტში" და არც ცსკა-ში ასეთი რამ არაა, ვინაიდან ეს სახალხო გუნდია და შენ შენი ყოველ მატჩში უნდა დაამტკიცო. უბრალოდ
უნდა გესმოდეს, რომ გულშემატკივრებიც ემოციებზე არიან და ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ რაღაც წამოაყრანტალონ. ამაზე ყურადღების მიქცევა საჭირო არ არის.

- ხვიჩაზე რას ფიქრობ? ახლა ის მართლა ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელია?
- როდესაც 17 წლის ვიყავი, ჩემით ლონდონის "არსენალი" იყო დაინტერესებული. ჩემი თამაშის სანახავადაც კი ჩამოვიდნენ. დიახ, ხვიჩა ძალიან ნიჭიერია, აქვს ის სათამაშო თვისებები, რაც ბევრს არ გააჩნია. თავადაა საკუთარი თავის მოტივატორი. პირადად ვიცნობ, თავმდაბალია, მაგრამ ყველაზე მთავარია, ტრავმების გარეშე გააგრძელოს თამაში. აქ გიორგი ჩაკვეტაძის მაგალითია. თავი წარმოაჩინა, ბელგიაში მოხვდა, მასში "დორტმუნდი" 20 მილიონს იხდიდა, მაგრამ არ გაუშვეს. შემდეგ ტრავმა მიიღო და ჯერ არ ჩანს. თუ ხვიჩა ისევე ითამაშებს, როგორც ახლა, ტრავმების გარეშე და გამართლებით, დარწმუნებული ვარ, ტოპ 5-ის დონეზე შეძლებს თამაშს. ორი სეზონის მერე თავისუფლად შეუძლია პირობითად "სევილიაში" ან "ვალენსიაში" მოხვდეს. მას მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ - ბევრი რამის უნარი აქვს.

- შენმა მეგობარმა გიორგი ჯიქიამ რატომ გადაწყვიტა რუსეთის და არა საქართველოს ნაკრებში თამაში? მაგალითად, კვირკველიამ ისტორიული სამშობლო აირჩია...
- ამაზე ჯიქიას ირონიულად ვეხუმრები. კვირკველია საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა, გიორგი კი მოსკოვში დაიბადა, აქ სწავლობდა. მისი გაგება შეიძლება, არავინ არ ადანაშაულებს. მოსკოვმა ყველაფერი მისცა, ამიტომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ასევე არ შეიძლება არ დავივიწყოთ ლეგიონერებზე ლიმიტი. ამიტომ მე ვთვლი, რომ სწორი ნაბიჯი გადადგა. მე და საბა საქართველოში დავიბადეთ, იქ ვართ ბავშვობიდან და სწორი არ იქნებოდა, რომ რუსეთის ნაკრებში გვეთამაშა. ამასთან, არის კიდევ ერთი რამ, რამაც მის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია. ამაზე თვითონ ჯიქია მომიყვა.

- რომელი ამბავი?
- როდესაც "ამკარში" თამაშობდა, საქართველოდან არავინ დაურეკა. როგორც კი "სპარტაკში" აღმოჩნდა, მაშინვე დაიწყეს მასთან რეკვა. ეს არასწორია. თუ შენ ქართული გვარი გამორჩეულთა შორის დაინახე, მაშინვე უნდა გამოხატო დაინტერესება. ამიტომ თქვა ჯიქიამ, რომ რჩება და იქ ითამაშებს, სადაც გაიზარდა. ადგილზე, რომელმაც მას არსებითად ყველაფერი მისცა. თუმცა საქართველოში მიწის ნაკვეთი შეიძინა.

- შენი ხელშეწყობით?
- დიახ. მე ვუთხარი: აქ კარგი მიწის ნაკვეთია, იყიდება, შენ ბევრი ფული გაქვს, შეიძინე რაღაც, ჰა-ჰა. ჰოდა, იყიდა. აქ შემდეგ სახლის აშენება უნდა. მეგრელია, ფიქრობს, შემდეგ რა იქნება. ვნახოთ, შეიძლება მომავალში საქართველოში იცხოვროს.

მკითხველის კომენტარები / 29 /
Mizezibi yvelas aqvs,aq daibadao, iQ ar gamomidzaxeso, yvela mtyuania shens garda.Mova dro da inaneb, SHENIive gundelebi ЧЕРНОЖЕП Rom dagidzaxeben, pirvelive shecdomis mere. Shen yvelgan ucxoeli xar
David
17 ნოემბერი 2020 23:20
5
რუსეთის ნაკრების კაპიტანმა საქართველოში მიწა შეიძინა, გვიხაროდეს?
jondo
17 ნოემბერი 2020 23:19
5
გვაკლია აქ ჩვენ მოღალატეები ესეც რო არ მუემატოს.
გულშემატკივარი
17 ნოემბერი 2020 22:57
17
ვის რა ფეხებად უნდა მაგის საქართველოში ცხოვრება..
zaza
17 ნოემბერი 2020 22:31
23
ვინც ამაზე წერს , ის უგუნურად აპიარებს ჯიქიას და მე მას ჟურნალისტს ვერ ვუწოდებ. სირცხვილია, რასაც აკეთებს!
: )))))))
17 ნოემბერი 2020 23:22
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული