შოთა არველაძის "ფახთაქორი" ზედიზედ მეორედ გახდა უზბეკეთის ჩემპიონი

AutoSharing Option
შოთა არველაძის "ფახთაქორმა" უზბეკეთის ჩემპიონატზე "კოკანდომ 1912" 2:1 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ დაეუფლა ოქროს მედლებს.

აღსანიშნავია, რომ შოთას გაწვრთნილი გუნდი 3 ტურით ადრე გახდა ჩემპიონი. ის ამ ღირსშესანიშნავ ამბავს "ფეისბუქით" გამოეხმაურა:

"ზედიზედ მეორედ - ფახთაქორი სუპერ ლიგის ჩემპიონია!

ვამაყობ ჩემი გუნდით და ამ მიღწევით. ვფიქრობ, არა მხოლოდ უზბეკეთში, არამედ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი შევქმენით. მადლობას გიხდით ყველას, თბილი მესიჯებისთვის და იმ ყოველდღიური მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენგან ვგრძნობ!".

მკითხველის კომენტარები / 4 /
გილოცავ შოთა, სულ ზევით-ზევით, მაღლა და მაღლა
juna
10:59 21-11-2020
1
Gilocavt shota chkviani kaci xar
beqnuma
06:37 21-11-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული