ოქრიაშვილის გარეშე "ანორთოსისი" დამარცხდა და ქეცბაია აღშფოთდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის მე-11 ტურში ქართველების "ანორთოსისი" ლიმასოლში 0:1 დამარცხდა აელ-თან.

ტრავმის გამო სტუმართა გუნდის განაცხადში არ იყო თორნიკე ოქრიაშვილი. გიორგი ლორიამ და ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო გიორგი ქვილითაია შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე.

"ანორთოსისმა" ეს მატჩი უხეიროდ ჩაატარა და გამარჯვების გოლი ბელგიელმა თავდამსხმელმა რიან მაემ 66-ე წუთზე გაიტანა. ამის შემდეგ ქვილითაიამ ანგარიში კი გაათანაბრა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

მატჩისას ძალიან ნერვიულობდა ფამაგუსტური გუნდის მწვრთნელი თემურ ქეცბაია, რომელმაც თამაშის დასრულების შემდეგ დაიჩივლა:

"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ. მეტოქეს გამ
არჯვებას ვულოცავ. არაფერი არ გამოგვივიდა და შედეგიც შესაბამისია".

"ანორთოსისი" და "აპოლონი" 23-23 ქულით ლიდერები არიან.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი ეგრე იყოს)) ჟურნალისტებს კი ცოტა დაფიქრება.განსაკუთრებით სათაურების შერჩევაში.
ლაშა
23 ნოემბერი 2020 10:30
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული