"ტენერიფეში" შიშობენ, რომ... - რატომ არ იყო ესპანური გუნდის განაცხადში ოთარ კაკაბაძე

AutoSharing Option
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-13 ტურში ოთარ კაკაბაძის "ტენერიფემ" "ლოგრონესს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია და საიტი lavanguardia.com-ი ამ მიზეზს განმარტავს.

როგორც იწერება, ჩვენებური იზოლაციაშია და თამაშს ამიტომ ვერ ახერხებს.

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებში შეკრებაზე ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდათ და ოთარსაც მათთან ჰქონდა კონტაქტი.

ტენერიფეში ჩასვლის შემდეგ კაკაბაძეს კოვიდ 19-ზე ტესტი გაუკეთეს, რამაც უარყოფითი პასუხი აჩვენა, თუმცა ჩვენებური ჯერ კიდევ იზოლაციაში რჩება და რამდენიმე დღეში განმეორებით ტესტს ჩაიტარებს.

აქვე გეტყვით, რომ
მიმდინარე სეზონში კაკაბაძემ "ტენერიფეს" ღირსება 4 მატჩში დაიცვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული