გიორგი ხარაიშვილმა ოთხ თვეში მესამე ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
შვედეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში, "ჰიოკენთამ" მატჩში "გეტებორგის" 24 წლის შემტევმა გიორგი ხარაიშვილმა ტრავმა მიიღო.

ხარაიშვილმა 51-ე წუთზე დისკომფორტი იგრძნო და თავად მოითხოვა შეცვლა. მან უკანასკნელ 4 თვეში მე-3 ტრავმა მიიღო, ამ სეზონში კი ჩემპიონატზე 15 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია ხარაიშვილის ტრავმა, თუმცა მოედანი მედპერსონალის დახმარების გარეშე დატოვა.

რაც შეეხება "გეტებორგს", ეს შეხვედრა ფრედ (1:1) დაასრულა, მიმდინარე პირველობაზე უხეიროდ ასპარეზობს, მე-14 ადგილზეა და გასავარდნი ზონის სიახლოვეს იმყოფება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ხარაიშვილი გაიზიარებს ყველაზე იმედისმომცემი ტალანტების ბედს, ვინც ტრამვების გამო დიდი ფეხბურთი ვერ ითამაშა - ყენია, მჭედლიძე, ჭანტურია, ანანიძე, არაბიძე... კინაღამ ამ სიაში მოხვდა ოქრიაშვილი, დაღუპვაა ჩვენი ფეხბურთის - თუ ჩაკვეტაძე ჩაეწერება ამ კლუბში.
რატომ ხდება ასე, მე არ ვიცი
არჩი
24 ნოემბერი 2020 09:07
2
ამას წინათ,მწვრთნელ,კობა ჟორჟიკაშვილთან იყო საუბარი.სხვა მრავალ საინტერესოსთან ერთად,მან ასეთი რამეც თქვა:თურმე ბავშვისგულის ზრდა,12-დან 20 წლამდე ხდება და დროის ამ პერიოდში,ის თანდათან უნდა მიაჩვიო დატვირთვებს,რომ გამართულად იმუშაოს და ორგანოებისათვის საკმარისი ჟანგბადის მიწოდება უზრუნველჰყოს.თუ ამ პერიოდში მისი განვითარება გემაზომიერად არ მოხდა და რაღაც მომენტში,იმაზე მეტი დატვირთვა მიიღო,ვიდრე ატანა შეუძლია,ორგანიზმი გულის დაცვის მიზნით,სხვა რომელიმე ნაწილის ტრავმით პასუხობს.ეს ორგანიზმს აიძულებს დატვირთვა მოიხსნას და გულის კუნთი დაუზიანებელი რჩება.ამის ბრალიაო,ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელების(ხშირად სხვა ქვეყნის ფეხბურთელებისაც) მძიმე ტრავმები.გამოცდილი მწვრთნელია,ფიზიოლოგიაც შესანიშნავად იცის და მგონი სანდოა,მისი სიტყვები.ჩვენი ფეხბურტელების თუ სხვა სახეობის ახალგაზრდული ნაკრებების მომზადება ხომ ჩვეულებრივ ფორსირებულად ხდება,მაღალი შედეგის მისაღწევად.ეს ფორსირება კი საბოლოო ჯამში,მათ დათვურ სამსახურს უწევს და ტრავმიანობასთან ერთად,მათ მოზრდილ ასაკში სწრაფ განვითარებასაც უშლის ხელს.ევროპული გუნდები,თავის ახალგაზრდებს,გამარჯვებისათვის კი არა,განვითარებისათვის ათამაშებს და როცა დრო მოდის,თავიანთ პოტენციალს,სრულად ამჟღავნებენ,მაშინ როცა ჩვენი ხალგაზრდები,უკვე გამოფიტულები და ტრავმამიდრეკილები ხვდებიან, სრულწლოვან ასაკს.მეორე მხრივ,ჩვენ სხვა გზა არც გვაქვს,რადგან თუ ახალგაზრდობაშივე არ მიიქციეს ყურადღება,მერე იძულებულნი ხდებიან,სპორტს თავი დაანებონ და სხვა გზა იძიონ,ცხოვრების სახსრის საშოვნელად.ამიტომაა,რომ უდიდესი დანაკარგებით მიდიან ჩვენი ასაკობრივი ნაკრებები,სრულწლოვანთა ასაკამდე.ასეთი მდგომარეობა,ალბათ მანამდე გაგრძელდება,სანამ ქვეყანა და მოსახლეობა,ეკონომიურად წელში გაიშლება.ეს კი,ალბათ მაშინ მოხდება,როცა ვირი ხეზე ავა.ასე რომ ჩვენს მწვრთნელებს მოვუწოდებ,პირდაპირ ვირები ავარჯიშონ,ხეზე ძრომიალში.ეგ უფრო მალე მოხდება,ვიდრე ჩვენი ბედოვლათი მთავრობების და პარტიების ხელში,ხალხი თავისუფლად ამოისუნთქავს.ვითომ ვხუმრობ,მაგრამ რეალობაში,სატირალია,ეს ამბავი.
სოსო
25 ნოემბერი 2020 13:05
0
იმიტომ რომ არ უყვართ ფეხბურთელებს სპორტულ დარბაზში ყოფნა, ფეხები აქვთ ვერმიშელივით, სამაგიეროდ ორმაგ დროს ატარებენ ტატუ სალონებში
ლომს
24 ნოემბერი 2020 05:16
0
რატომ არის რომ ყველა ძალოსნურ და ფიზიკურ სპორტში რკინის კაცები გვყავს და ფეხბურთში შუშის.
ლომი
24 ნოემბერი 2020 01:05
0
იმიტომ რომ ბავშვთა ფეხბურთს არ ექცევა ყურადღება. ყოველ ლუკმას და კალორიას უმოწმებენ ყოველდღიურად წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში. ჩვენთან არ ვიტყვი . საფეხბურთო თანამედროვე სკოლები მარტო თბილისშია და ისიც 200-300 ლარი ღირს თვეში.
დიმო
24 ნოემბერი 2020 01:56
0

სიახლეები პოპულარული