championat-ზე ჟურნალისტმა ნიკოლაი ეგორიჩევმა წერილი გამოაქვეყნა -"10 მოთამაშე, რომლებმაც პრემიერლიგის პირველ წრეში გაგვაოცეს. სასიამოვნოა". მან ათეულში "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეიყვანა და ასე დაახასიათა:
"პირდაპირ ახლა ხვიჩა პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ფეხბურთელია. ქართველი ჰავბეკი მატჩისას საშუალოდ 4 წარმატებულ დრიბლინგს ახორციელებს, რაც ლიგის საუკეთესო მაჩვენებელია.
კვარაცხელიასგან მუდმივად მომდინარეობს საფრთხე მეტოქის კარზე. სერიოზულად დაირხა ხმები მისით "დორტმუნდის" დაინტერესების თაობაზე. მას იტალიელებიც აკვირდებიან. შესაძლოა, სულ მალე დატოვოს რუსეთის პრემიერლიგა, ჯერ კი ჩვენ ისღა დაგვრჩენია, თვალი მივადევნოთ "რუბინში" მის ეფექტურ თამაშს".
ეს ჩემი პირადი, სუბიექტური აზრია და უკეთესი მგონია ასე მოქცევა