championat: შეიძლება კვარაცხელიამ რუსეთი მალე დატოვოს

AutoSharing Option
championat-ზე ჟურნალისტმა ნიკოლაი ეგორიჩევმა წერილი გამოაქვეყნა -"10 მოთამაშე, რომლებმაც პრემიერლიგის პირველ წრეში გაგვაოცეს. სასიამოვნოა". მან ათეულში "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეიყვანა და ასე დაახასიათა:

"პირდაპირ ახლა ხვიჩა პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ფეხბურთელია. ქართველი ჰავბეკი მატჩისას საშუალოდ 4 წარმატებულ დრიბლინგს ახორციელებს, რაც ლიგის საუკეთესო მაჩვენებელია.

კვარაცხელიასგან მუდმივად მომდინარეობს საფრთხე მეტოქის კარზე. სერიოზულად დაირხა ხმები მისით "დორტმუნდის" დაინტერესების თაობაზე. მას იტალიელებიც აკვირდებიან. შესაძლოა, სულ მალე დატოვოს რუსეთის პრემიერლიგა, ჯერ კი ჩვენ ისღა დაგვრჩენია, თვალი მივადევნოთ "რუბინში" მის ეფექტურ თამაშს".

მკითხველის კომენტარები / 7 /
დორტმუნდის ამბავი თუ მართალია, არც უნდა დაფიქრდეს. რა ერთი წელი მოიცადოს, ცუდი იქნება. იმიტომ რომ ეხლა მას ტაქტიკურად ზრდა უფრო ჭირდება ვიდრე მარტო გამოცდილებაზე აქცენტის გადატანა. ოღონდ გადასვლისას პირობაში ჩაიდოს, რომ აუცილებლა მიცემენ დროს ძირითადში.
ჰაჰა
20:33 24-11-2020
3
მივესალმები ხვიჩას დორტმუნდში გადასვლას მაგრამ ვფიქრობ ჯერ ადრეა, კიდევ 1 წელი უნდა დარჩეს რუბინში და 1 წლის შემდეგ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას უნდა წავიდეს.
ეს ჩემი პირადი, სუბიექტური აზრია და უკეთესი მგონია ასე მოქცევა
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
18:57 24-11-2020
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული