"უიპეშტის" 23 წლის ნახევარმცველმა გიორგი ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატზე თავი გამოიჩინა.
ბერიძე მე-11 ტურში "პაკშისთან" საშინაო მატჩის 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 68-ე წუთზე კარიდან წინ გამოსული მეკარე შენიშნა და ცენტრიდან გაიტანა. თუმცა, სტუმრებმა კომპენსირებულ დროში საპასუხო გოლი გაიტანეს და შეხვედრა 1:1 დასრულდა.
გიორგი "გენტიდან" სექტემბერში აიბარგა და თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა ბუდაპეშტურ გუნდში. მან მიმდინარე ჩემპიონატის 4 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
"უიპეშტი" 11 ქულით მე-9 ადგილზეა და 4 ნოემბერს გასვლაზე "ბუდაფოკის" დაუპირისპირდება.