ზურიკო დავითაშვილი: იმედია, მალე გატანას შევძლებ

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაზე "სპარტაკთან" მატჩის წინ კომენტარი "როტორის" ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა:

"ურალთან" მატჩის შედეგმა არ დაგვაკმაყოფილა. ჩვენ გამარჯვება გვინდა. შეხვედრის დასაწყისში კარგად გამოვიყურებოდით, ბურთს ვაკონტროლებდით, მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ.

შემდეგი მატჩიდან გამარჯვება უნდა დავიწყოთ, რადგან მძიმე სიტუაციაში ვართ - "როტორი" სატურნირო ცხრილის ბოლოშია. "სპარტაკი" ყოველთვის ძლიერი მეტოქეა. ჩვენ ვოლგოგრადში უკვე ვეთამაშეთ და ვიცით, სადა აქვს სუსტი წერტილები.

ყოველთვის ჩემს რეალიზაციაზე ვფიქრობ და ყოველი ვარჯიშის შემდეგ კარში დარტყმებს ვამუშავებ. იმედია, მალე გატანას შევძლებ", - ციტირებს
დავითაშვილს კლუბის "ტვიტერი".

"სპარტაკისა" და "როტორის" შეხვედრა მოსკოვში 29 ნოემბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამას მამამისი ჯობდა კიდე, ძალიან დაბალი დონეა
ლადო
08:38 30-11-2020
0
მიდი ზური შეუბერე, მალე იქნება გოლებიც და ევროპაც.
ზეზვა
21:32 28-11-2020
2

სიახლეები პოპულარული