სლუცკი ხვიჩას ვერ იბრუნებს - "რუბინმა" კი ცსკა-ს სძლია

AutoSharing Option
"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა, რომელსაც საქართველოს ნაკრებში კორონავირუსი აღმოაჩნდა და ყაზანში ჯერ არ დაბრუნებულა.

"ნაკრებში ხვიჩასთვის დასმული დიაგნოზის შემდეგ არაფერი არ შეცვლილა. ის ჯერ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, ჩვენ მის დაბრუნებას ველით. ინ ბომი და სტარფელტი უკვე დაბრუნდნენ, თუმცა ეს მათ იმავე დროს დაემართათ, კვარაცხელია კი ჯერ არ არის", - ციტირებს სლუცკის კლუბის პრესსამსახური.

"რუბინმა" დღეს საკუთარ მოედანზე ცსკა 1:0 დაამარცხა, 24 ქულით მე-9 ადგილზეა, 5 დეკემბერს კი მოსკოვში "ლოკომოტივს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
კიდე რა მინდა რომ ვთქვა ხვიჩაზე აი ჩემი კომენტარები რომ ნახოთ მე ვარ ხვიჩას უპირობო გულშემატკივარი მაგრამ მინდა ერთ რამეზე ვისაუბრო იქიდან გამომდინარე, რომ ხვიჩა თამაშობს ძალიან კარგ ფეხბურთს, ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა რატომ იყო დიადი იმიტომ არა, რომ მან ნაპოლში ან ბარსელონაში ითამაშა მისი სიდიადე გამოიხატება თავისი ქვეყნის უსაზღვრო სიყვარულში თავის ქვეყნისადმი ერთგულებაში და თავდადებაში ეს მან გამოხატა როგორც 1986 წლისა და ასევე 1990 წლის მუნდიალზე, საქართველოს ნაკრებს როცა ჭირდებოდა თავდადება ხვიჩა იმ დროს კირონათი დაავადდა,ეს შემთხვევა ყველას შეიძლება მოსვლოდა მაგრამ ხვიჩას მაქსიმალურად უნდა დაეცვა თავი ეს კი შესაძლებელი იყო, მე ვისურვებდი ხვიჩას ასეთი შემთხვევები საერთოდ არ ყოფილიყო მის შემდგომი საფეხბურთო კარიერაში
ბეღურა
11:03 30-11-2020
10
ეტყობა მოწყინდა რუბინში თამაში, თან ყაზანში ყინვებია
ბეღურა
22:34 29-11-2020
38

სიახლეები პოპულარული