ზურიკო მსაჯმა დაჩაგრა და "სპარტაკს" წაეხმარა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-11 ტურში ქართველების "როტორი" მოსკოვში 0:2 დამარცხდა "სპარტაკთან".

საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა, ზურიკო დავითაშვილი სასტარტოში იყო და მე-80 წუთზე მის ნაცვლად მოედანზე ნიკოლაი ყიფიანი შევიდა, ბექა მიქელთაძე კი 75-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. 85-ე წუთამდე დაჰყო მოედანზე ბათუმის "დინამოდან" გადასულმა ჯოვინო ფლამარიონიმ.

ამ მატჩის წინ ვოლგოგრადული გუნდის ნახევარმცველმა დავითაშვილმა თქვა, რომ მეტოქის სუსტი წერილები იცოდნენ და ამით უნდა ესარგებლათ. ზურიკო ძალიან აქტიური იყო და მე-15 წუთზე საკუთარ საჯარიმოში საჰაერო ბრძოლაში კოკორინს შეეჯახა, რომელსაც იდაყვი თავში მოხვდა და ამ უკანასკნელმა
ეპიზოდი ლამაზად გააფორმა. მსაჯმა ვოლოშინმა ჯერ საჯარიმო დანიშნა, მაგრამ ვიდეოგამეორება ნახა და პენალტად "გადააკეთა", რომელიც თავად "დაზარალებულმა" გამოიყენა. არადა, ფაქტობრივად, წესების დარღვევას საჯარიმოს ხაზთან ჰქონდა ადგილი.

შესვენების შემდეგ დავითაშვილის დარტყმული ბურთი საჯარიმოში ჟიგოს მოხვდა, თუმცა არბიტრმა თერთმეტმეტრიანის დადება ვერ გაბედა. პენალტი მაშინაც არ დანიშნა, როდესაც ზურიკო საჯარიმოში წააქციეს. მერე სტუმართა გუნდის ფეხბურთელ გოგუას გოლი არ ჩათვალა. სანამ შეცვლიდნენ, დავითაშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა და რეალური მომენტი ვერ გამოიყენა, ხოლო კომპენსირებულ დროში ნაკუთხურალ ბურთზე ბრძოლა ჟიგომ კვირკველიას მოუგო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"როტორი" 8 ქულით აუტსაიდერია და 5 დეკემბერს გასვლაზე "კრასნოდარს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჟურნალისტია თუ ნათესავი?მართლა ვერ მივხდი.
ლევანი
14:28 30-11-2020
0
ჯერ ერთი იდაყვი მართლა მოხვდა ზურიკოსი სპარტაკელს. მეორეც , მისი დარტყმული ბურთი ჟიგოს გაგანია მხარში მოხვდა და არა ხელში და მერე დავითაშვილს კარში დარტყმების აქვს სავარჯიშო და ივარჯიშოს, ეგ საბა დამატებით უნდა დარჩნენ სტადიონზე, იმას წონა აქვს დასაგდები, ამას დარტყმა დასაყენებელი
saba
11:38 30-11-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული