მეკარემ ისე ამოსცხო... - ქართველ ფორვარდს უკრაინის პრემიერლიგაში გოლი ლამის ტრავმის ფასად დაუჯდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა ფორვარდმა ნიკა სიჭინავამ უკრაინის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-10 მატჩი ჩაატარა და მე-3 გოლი გაიტანა.

ნიკა დონეცკის "ოლიმპიკთან" გამართულ შეხვედრაში "ინგულეცის" ძირითად შემადგენლობაში იყო, 90+3-ე წუთზე შეცვალეს, გოლი მეკარის შეცდომის შედეგად კი მე-17 წუთზე გაიტანა...

გოლის ეპიზოდში მეკარემ ბურთის ნაცვლად ფეხი ნიკას ისე ამოსცხო, შეიძლებოდა ტრავმაც მიეყენებინა, თუმცა ქართველი თავდამსხმელი გადარჩა...

მეკარეს რაც შეეხება, "ინგულეცის" მეორე გოლიც შეგიძლიათ ნახოთ...

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამოსცხოს მნიშვნელობა გავარკვიოთ
1

სიახლეები პოპულარული