დონეცკი რუსეთის მიერაა ოკუპირებული და "შახტარი" მშობლიურ ქალაქში ვერ თამაშობს. მატჩებს ადრე ხარკოვში ატარებდა, ახლა კი სტუმარ გუნდებს კიევში მასპინძლობს.
UEFA Foundation for Children-ის დახმარებით, "შახტარი" დონეცკის ახლო მდებარე ქალაქებში - კრასნოგოროვკაში, მარინკასა და ავდეევკაში პროექტს ატარებს: "მოდი, ვითამაშოთ". ამჯერად დონეცკის ოლქში დავით ხოჭოლავა და მაქსიმ მალიშევი იმყოფებოდნენ, რომლებმაც ბავშვებთან ფეხბურთი ითამაშეს და მათ ოჯახებს საჩუქრები გადასცეს.
1-ელ დეკემბერს "შახტარი" ჩემპიონთა ლიგაზე "რეალს" დედაქალაქის "ოლიმპიისკის" სტადიონზე უმასპინძლებს და დონბასურ გუნდს ტრავმირებული ხოჭოლავა და კიდევ 6 ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. მათ გასულ
ტურში "გლადბახთანაც" ვერ შეძლეს თამაში.
"შახტარის" ფეხბურთელებმა დღეს კორონავირუსზე ტესტები ჩააბარეს და ყველა უარყოფითი გამოდგა.