ყინვების გამო კვარაცხელიას "რუბინი" სოჭში გადაბარგდა

AutoSharing Option
ყაზანში მოთოვა, დღეს ტემპერატურა მინუს 10 გრადუსი იყო. ორიოდ დღეში კიდევ უფრო აცივდება და მინუს 18 გრადუსი იქნება. ამიტომ "რუბინი" სოჭში გადაფრინდა და იქ გააგრძელებს მომავალი მატჩებისათვის მზადებას.

"რუბინს" ჩემპიონატზე ზედიზედ სამი გასვლითი შეხვედრა აქვს: 5 დეკემბერს "ლოკომოტივთან", 13 დეკემბერს "ტამბოვთან" და 28 დეკემბერს "სპარტაკთან".

ყაზანურ გუნდს გუშინ შეუერთდა კორონავირუსისგან განკურნებული ხვიჩა კვარაცხელია და საერთო ჯგუფთან ერთად ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ივარჯიშა.

"ნახეთ, ვინ დაგვიბრუნდა!", - წერს "რუბინი" კლუბის საიტზე და ხვიჩას ვარჯიშის ფოტოებს აქვეყნებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული