"იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან გაფართოვებულ სიაშიც ვერ მოვხვდი და ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა" - ლოჩოშვილმა ვაისის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის "ვოლფსბერგერი" სტუმრად ცსკა-ს დაუპირისპირდა და 1:0 გაიმარჯვა.

მატჩი 22 წლის ლოჩოშვილმა შეუცვლელად ჩაატარა და ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ, გიორგბელიძე კი სათადარიგო გახლდათ.

"დინამოს" ყოფილი მცველი ავსტრიულ გუნდში სულ რამდენიმე თვეა რაც გადავიდა და გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა.

ის უკვე კლუბის ერთ-ერთი ლიდერია და ავსტრიულ პრესა ლოჩოშვილს ყოველთვის დადებითად მოიხსენიებს.

Sportall.ge ქართველ ფეხბურთელს დაუკავშირდა და საუბარი გუშინდელი მატჩის შეფასებით დაიწყო.

"გახარებული ვარ, რომ ასეთი კარგი შეფასება დავიმსახურე. ასევე ძალიან სასიამოვნოა,
რომ გუნდმა გაიმარჯვა და ერთი ნაბიჯი აშორებს ჯგუფიდან გასვლას. იმედია, დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.

ადაპტაციის ასე სწრაფად გავლა პირველ რიგში დიდი ნდობის დამსახურებაა, რომელიც ვიგრძენი. თავდაპირველად ჩემს მიმართ ძალიან დიდი კრიტიკა წამოვიდა, რაც დამატებითი მოტივაციის საფუძველი გახდა.

მოტივაცია მქონდა, რომ დამემტკიცებინა ისინი ცდებოდნენ, რაც გამომივიდა".

ლოჩოშვილს ჩვენ ვკითხეთ, ასეთი კარგი თამაშის ფონზე გაჩნდა თუ არა დაინტერესება უფრო სახელოვანი გუნდების მხრიდან.

"ჯერ ამაზე საუბარი ძალიან ადრეა. ახალგაზრდა ვარ და ჩემს თავზე ძალიან ბევრი მაქვს სამუშაო. მჯერა, რომ ბევრს მივაღწევ და ამისთვის თავს არ დავზოგავ.

ჩემი მიზანიც სწორედ ესაა, რომ ჯერ ამ ეტაპზე გამოვიჩინო თავი და შემდეგ წავიდე წამყვან ჩემპიონატებში, რაც სავსებით რეალურად მიმაჩნია.

ბოლოსკენ, ლოჩოშვილს ეროვნულ ნაკრებზეც დავეკითხეთ... როგორც იცით, მას ვლადიმერ ვაისი არ იძახებდა და კითხვაც სწორედ სლოვაკი სპეციალისტის გადაწყვეტილებას შეეხებოდა.

"რა თქმა უნდა, ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან გაფართოებულ სიაშიც კი ვერ მოვხვდი, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტი იყო.

ძალიან გამიკვირდა, რადგან იმ დროისთვის სათამაშო პრაქტიკაც მქონდა და კარგ ფორმაშიც ვიყავი. იმედს ვიტოვებ, ნაკრებში თავის გამოჩენის საშუალება მომეცემა.

ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ და ჩემი ოცნება სწორედ ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაა. ძალიან კარგი თაობა მოდის, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია... ორივეს ბავშვობიდან ვიცნობ და ვიცი მათი შესაძლებლობები.

მათ შანსი მიეცათ და დღეს ისინი ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესონი არიან. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული და იმედი მაქვს, ჩემი ოცნება მალე ახდება", - გვითხრა ლოჩოშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
უკვე ამაზრზენია 2 თამაშს ითამაშებენ და ნაკრები უნდათ. ეს არიყო ტირანასთან მესამეკლასელივით რომ ითამაშა? ან ფიზიკურ კონდიციას შეხედოს საკუთარი თავის, ამხელა ჯანიანი ბიჭია და ივარჯიშოს ცოტა ფიტნესსზეც არ აწყენს
giggs
16:23 05-12-2020
0
ყოველ მეორე ტამასჰე ციტელ ბარატებს რო კრიფადი ეს არიყო
ბაჯო
12:36 05-12-2020
0

სიახლეები პოპულარული