ჩაკვეტაძე ახალი (ძველი) მწვრთნელით ბრუნდება

AutoSharing Option
"გენტის" ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მოირჩინა და ბელგიის ჩემპიონატზე "ოსტენდესთან" მე-15 ტურის მატჩის განაცხადშია შეყვანილი.

მას ახალი (ძველი) მწვრთნელი ჰყავს. გუშინ გადაყენებული ვიმ დე დეკერი ჰეინ ვანჰაზებრუკმა შეცვალა, რომელსაც 2022 წლის 30 ივნისამდე გაუფორმეს შრომითი ხელშეკრულება.

ის აგვისტოს შემდეგ "გენტის" მეოთხე მწვრთნელია. შეგახსენებთ, "გენტმა" სამუშაოდან დე დეკერის გარდა იეს ტორუპი და ლასლო ბოლონი დაითხოვა.

ვანჰაზებრუკი "გენტის" თავკაცი 2014-2017 წლებში იყო და მისი ხელმძღვანელობით ჩემპიონი გახდა, სუპერთასი მოიგო და ორჯერ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა. ვანჰაზებრუკი 2017-18 წლებში "ანდერლეხტს" ედგა სათავეში. 2012
წელს ბელგიის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.

როდესაც ჩაკვეტაძე "გენტში" ჩაირიცხა, ვანჰაზებრუკმა მასზე თქვა, რომ ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ბურთის თრევა უყვარს.

"ოსტენდესა" და "გენტის" მატჩი 6 დეკემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სალუქვაძის კომენტარს ჰგავს?!
1
რეალი უკვე კონტრაქტს უმზადებს..არჩევანი აქვს რეალსა და თბილისის სიტს შორის..
la liga
12:27 05-12-2020
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული