ვაკო ყაზაიშვილმა "სან ხოსე" დატოვა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 27 წლის შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა "სან ხოსე" დატოვა. ამის შესახებ მან ინფორმაცია თავისი "ფეისბუქის" გვერდით გაავრცელა:

"მადლობა ყველაფრისთვის. ძალიან მომენატრებით. მომავალ სეზონში წარმატებებს გისურვებთ".

ყაზაიშვილი ამერიკულ კლუბში 2017 წელს გადავიდა და მის რიგებში 93 მატჩში 26 გოლი გაიტანა, უკანასკნელ სეზონში მისი გუნდი მერვედფინალში ვერ გავიდა, მწვრთნელი მატიას ალმეიდა კი მასა და გურამ კაშიას ხშირად არ ათამაშებდა.

ჯერ უცნობია სად გააგრძელებს ვაკო კარიერას და დარჩება თუ არა "სან ხოსეში" კაშია. სავარაუდოდ, კაშიასაც გუნდის გამოცვლა მოუწევს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
კარგია სან ხოსედან რო წამოვიდა,ევროპის რომელიმე საშუალო დონის კლუბში უნდა გადავიდეს ეს იქნება ყველაზე კარგი მისთვის და ნაკრებისთვის,ფორმა უნდა აკრიფოს, ყაზაიშვილი ნაკრების ერთერთი ლიდერია მას გაცილებით მაღალ დონეზე შეუძლია თამაში ვიდრე ამერიკაა.
ziko
19:18 05-12-2020
1
ძალიან კარგი, რაც სანხოსეში გადავიდა ნაკრებში ნორმალურად არ უთამაშია.
დაT
14:51 05-12-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული