შეუპოვარმა კიტეიშვილმა "აუსტრიასთან" დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნამდვილი სპორტსმენია საქართველოს ნაკრებისა და "შტურმის" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი - ჯერ კორონავირუსი დაამარცხა, შემდეგ ტრავმაც მოირჩინა, რის გამოც საქართველოს ნაკრებს სამ უკანასკნელ კატასტროფულ მატჩში ვერ დაეხმარა, ავსტრიის ბუნდესლიგის გასულ ტურში დაბრუნდა - "სვაროვსკისთან" (1:0) მე-60 წუთზე შევიდა შეცვლაზე, დღეს კი "აუსტრიასთან" მწვრთნელმა სასტარტოში დააყენა, 87-ე წუთამდე ათამაშა და არც უნანია.

კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა და თავისი გუნდის გამარჯვებაში (4:0) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ოთარმა მიმდინარე ჩემპიონატის 7 შეხვედრაში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

"შტურმი" 10 ტურის შემდეგ 18 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ "ზალცბურგს"
4 ქულით ჩამორჩება, თან 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 12 დეკემბერს "ადმირას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
საღოლ კიტე
Mose
05 დეკემბერი 2020 22:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული