"გენტში" დაბრუნებულმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა გიორგი ჩაკვეტაძე "ოსტენდესთან" წინასამატჩო განაცხადში კი შეიყვანა, მაგრამ ქართველი ლეგიონერი საბოლოო განაცხადში არ იყო. როგორც ჩანს, გუნდის თავკაცმა ჩათვალა, რომ ის ჯერ სათამაშოდ მზად არ არის.
"გენტი" კი 1:2 დამარცხდა, 15 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-13 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 5 ქულა აშორებს და 13 დეკემბერს "სტანდარდს" უმასპინძლებს.
11 დეკემბერს "გენტი" ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ ტურში გასვლაზე "ჰოფენჰაიმს" შეხვდება, მაგრამ ტურნირზე ხუთივე შეხვედრაში დამარცხდა, ჯგუფში ჩარჩენილია და ამ თამაშს არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.
voetbalnieuws-ი
აღნიშნავს, რომ ვანჰაზებრუკს ძველი შემადგენლობიდან აღარავინ დარჩა, ჩაკვეტაძეს კარგად იცნობს, ჯონათან დავიდის გუნდიდან წასვლას დიდ დანაკლისად მიიჩნევს და მის ფუნქციებს ქართველს დააკისრებს, რომელსაც "გენტში" ლიდერობის დაბრუნების კარგი შესაძლებლობა მიეცემა.
უკბილო ხუმრობა კი არა მართალს იძახის. მართლა ჯობია საქართველოში წამოვიდეს სეზონის ბოლომდე.