ვანჰაზებრუკი ჩაკვეტაძეზე დიდ იმედებს ამყარებს - გიორგი მალე დაბრუნდება

AutoSharing Option
"გენტში" დაბრუნებულმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა გიორგი ჩაკვეტაძე "ოსტენდესთან" წინასამატჩო განაცხადში კი შეიყვანა, მაგრამ ქართველი ლეგიონერი საბოლოო განაცხადში არ იყო. როგორც ჩანს, გუნდის თავკაცმა ჩათვალა, რომ ის ჯერ სათამაშოდ მზად არ არის.

"გენტი" კი 1:2 დამარცხდა, 15 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-13 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 5 ქულა აშორებს და 13 დეკემბერს "სტანდარდს" უმასპინძლებს.

11 დეკემბერს "გენტი" ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ ტურში გასვლაზე "ჰოფენჰაიმს" შეხვდება, მაგრამ ტურნირზე ხუთივე შეხვედრაში დამარცხდა, ჯგუფში ჩარჩენილია და ამ თამაშს არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.

voetbalnieuws-ი
აღნიშნავს, რომ ვანჰაზებრუკს ძველი შემადგენლობიდან აღარავინ დარჩა, ჩაკვეტაძეს კარგად იცნობს, ჯონათან დავიდის გუნდიდან წასვლას დიდ დანაკლისად მიიჩნევს და მის ფუნქციებს ქართველს დააკისრებს, რომელსაც "გენტში" ლიდერობის დაბრუნების კარგი შესაძლებლობა მიეცემა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ვაისის ბრალია ყველაფერი:):):)ქვეყნის ცუდი ეკონომიკაც ვაისის ბრალია:):):)პანდემიაც ვაისის ბრალია:):):)"აბა ჩემ შვილს ხომარ მოვჭრი თავსო":)
lasha
07 დეკემბერი 2020 14:00
5
გიორგი არის მართლაც ძალიან ძალიან ნიჭიერი! თუმცა მგონია რომ ვერანაირად ვერ განვითარდება თუ დარჩა გენტში. ზოგადად ეგ გუნდი და ბელგიის ჩემპიონატი რაღაც ერთგვარ "სასაფლაოდ" იქცა ჩვენი ფეხბურთელებისთვის. რაც გიორგი მანდ თამაშობს მგონი 6-7 მწვრთნელი გამოიცვალეს და ყველა ერთი და იგივეს იძახის რომ ძალიან დიდი იმედებს ამყარებენ ჩაკვეტაძეზე, თუმცა ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს. გიორგისნაირი ფეხბურთელი უნდა წავიდეს სამხრეთულ გუნდში (ესპანეთი, იტალია ან ბოლო ბოლო პორტუგალია). კლიმატი ბევრად კარგია და იგივე ტრამვის მიღების რისკიც ნაკლებია.
eeeeee22
07 დეკემბერი 2020 12:36
1
xo aba egeni arian sasaklao da chceni motamasheebi agmsheneblebi
kombato
07 დეკემბერი 2020 13:59
0
იქნებ ჩამოვიდეს და ტყიბულის მეშახტეში ითამაშოს,ძირითადში ითამაშებდა და დაეხმარებოდა გუნდსაც...
jako
07 დეკემბერი 2020 10:17
36
Jako-ს

უკბილო ხუმრობა კი არა მართალს იძახის. მართლა ჯობია საქართველოში წამოვიდეს სეზონის ბოლომდე.
გენა
07 დეკემბერი 2020 12:36
6
მოძველდა ძმა ეგეთი უკბილო ხუმრობები..
jako- ს
07 დეკემბერი 2020 11:42
3
მიდი გიო! ეჰ ეს დასანანი ტრამვები...
შოთა
07 დეკემბერი 2020 03:40
1
ვაჰ..
გენა
07 დეკემბერი 2020 10:25
0
ტრავმა სწორია და არა ტრამვა
suares
07 დეკემბერი 2020 09:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული