გიორგი აბურჯანია იანვარში კლუბს კიდევ ერთხელ შეიცვლის

AutoSharing Option
eldesmarque.com-ი წერს, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ოვიედოს" ქართველი ფეხბურთელი გიორგი აბურჯანია კლუბს შეიცვლის.

როგორც იცით, ჩვენებური ზაფხულში ამ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, თუმცა თავის გამოჩენის საშუალება არ ეძლევა.

მაგალითისთვის, მისი "ოვიედო" ლა ლიგა 2-ის მე-17 ტურში გასვლაზე "საბადელს" დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა.

eldesmarque.com-ი წერს, რომ მიუხედავად ქართველის გუნდის დიდი დანაკლისისა, "ოვიედოს" მწვრთნელმა გიორგის შანსი მაინც არ მისცა და სათადარიგოთა შორის დატოვა.

წყაროს ცნობით, აბურჯანია უკვე შეხვდა კლუბის ბოსებს და განუცხადა, რომ იანვარში წასვლა სურს, თუმცა ჩვენი ესპანელი კოლეგები
წერენ, რომ ასეთ ფორმაში მყოფ ფეხბურთელს ახალი გუნდის მოძებნა გაუჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ჩვენებურმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
სამწუხაროდ აბურჯანია საშუალოზე დაბალი დონის ნახევარმცველია. ნაკრებში მისი ადგილი ნამდვილად არაა.
ირაკლი
17:04 07-12-2020
6
როგორ ახერხებენ ეს ქართველი ფეხბურთელები ისეთი გუნდების მოძებნას სადაც არ ათამაშებენ?:) ისე ალბათ მათშია პრობლემა. როგორ შეიძლება 5 გუნდი მოიარო 3 წელიწადში და ყველგან მეასე ხარისხოვანი ფეხბურთელი იყო.
eeeeee
18:48 07-12-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული