ჩაკვეტაძემ გაიტანა - ის კვლავ გუნდის ლიდერი უნდა გახდეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"გენტმა" ამხანაგურ მატჩში ბელგიის 1В დივიზიონის "დეინცე" 3:0 დაამარცხა და ამ შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა - 20 თვის შემდეგ პირველად.

ის ახალმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა სასტარტოში დააყენა და 55-ე წუთზე გოლი გაიტანა. მან 70-ე წუთამდე ითამაშა. ასე რომ, გიორგიმ ტრავმა მოირჩინა და პირველ გუნდში დაბრუნებასთან ახლოსაა.

ბელგიური პრესის ცნობით, ვანჰაზებრუკი გუნდის გადაწყობას აპირებს და ქართველ ლეგიონერზე დიდ იმედებს ამყარებს.

"გენტი" 11 დეკემბერს ევროპა ლიგაზე "ჰოფენჰაიმს", ხოლო 13 დეკემბერს ბელგიის ჩემპიონატზე "სტანდარდს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ძაან გამიხარდა გიორგის დაბრუნება, მალე ფორმაში შესვლას და წარმატებებს გისურვებ!
გულშემატკივარი
07 დეკემბერი 2020 21:27
1
ეს ერთი და სხვა მრავალი
ბესო
07 დეკემბერი 2020 20:48
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული