ჩაკვეტაძემ გაიტანა - ის კვლავ გუნდის ლიდერი უნდა გახდეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"გენტმა" ამხანაგურ მატჩში ბელგიის 1В დივიზიონის "დეინცე" 3:0 დაამარცხა და ამ შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძემ გოლი გაიტანა - 20 თვის შემდეგ პირველად.

ის ახალმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა სასტარტოში დააყენა და 55-ე წუთზე გოლი გაიტანა. მან 70-ე წუთამდე ითამაშა. ასე რომ, გიორგიმ ტრავმა მოირჩინა და პირველ გუნდში დაბრუნებასთან ახლოსაა.

ბელგიური პრესის ცნობით, ვანჰაზებრუკი გუნდის გადაწყობას აპირებს და ქართველ ლეგიონერზე დიდ იმედებს ამყარებს.

"გენტი" 11 დეკემბერს ევროპა ლიგაზე "ჰოფენჰაიმს", ხოლო 13 დეკემბერს ბელგიის ჩემპიონატზე "სტანდარდს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 15 /
რა ჭირს ამ ხალხს, ყველა მომენტს გამოყენება უნდა და გამოიყენა ეს მომენტი ჩაკვეტაძემ ამაში ცუდი რაა, ჩაკვე მიდი მიაწექი და ბევრი იშრომე.
ziko
20:12 09-12-2020
0
და რ ა ტ ო მ იღებენ ს უ ლ ტრამვებს ქართველი ნიჭიერი ფეხბურთელები, როცა კონკურენტულ-ხარისხიან ჩემპიონატებში მიდიან ?! ტ ვ ი ნ ი არ უნდა გაანძრიონ ბავშვების მწვრთნელებმა , ტ ვ ი ნ ი?! ...ს უ ს ტ ე ბ ი არიან ფიზიკურად, მოუმზადებლები, ფინტები ... გ ა დ ა ხ ე დ ე თ ბავშვების ფეხბურთის აღზრდას და კარდინალურად შეცვალეთ - ბავშვი ჯერ უ ნ დ ა ჩამოაყალიბო ძლიერი ინდივისდუალისტი, ფიზიკურად, ფსიქიკურად, მენტალურად...ა რ ბ ე ნ ი ნ ე თ ბურთით, სისწრაფეში, ა რ ბ ე ნ ი ნ ე თ (ნაკრების ბიჭებმა ელემენტალური ტ ა რ ე ბ ა არ იციან!) -პასებით ვის მოუგია ოდესმე ფეხბურთი, ანუ ბურთის მ ო შ ო რ ე ბ ი თ ...ა რ უნდა შეცვალოთ თამაშის -ა ღ ზ რ დ ი ს სტილი?! არ უნდა ჩამოაყალიბოთ ფიზიკურად ძლიერი -ინდივიდუალისტები უკვე 16 წლისათვის, რომ მერე ყველა დატვირთვას გაუძლოს ?! რატომ კარგად ნიჭიერ ბიჭებს თავის დროზე არასათანადო მომზადებით?!
გლახუნა
15:43 08-12-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული