ლობჟანიძის გოლი და საგოლე გადაცემა - "ანკარაგიუჯიუმ" შენგელიას "ქონიასპორს" დრამატულ მატჩში სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის სუპერლიგის მე-12 ტურში საბა ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუმ" საკუთარ მოედანზე 4:3 დაამარცხა ლევან შენგელიას "ქონიასპორი".

ანგარიში მე-15 წუთზე ლობჟანიძემ გახსნა. ეს ამ სეზონში ჩემპიონატზე ჩატარებულ მე-11 მატჩში მის მიერ გატანილი პირველი გოლია. შემდეგ სტუმრებმა დაწინაურება მოახერხეს. 78-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:3 იყო, განელმა თავდამსხმელმა ჟოზეპ პეინტსილმა ლობჟანიძეს პასით ანგარიში 3:3 გახადა, ხოლო 89-ე წუთზე ბურთი საკუთარ საჯარიმოში ხელზე ქონიელთა მცველს მოხვდა და ემრე გურალმა გამარჯვების გოლი პენალტით გაიტანა.

კორონავირუსისგან განკურნებული შენგელია 75-ე წუთზე შევი
და შეცვლაზე.

"ქონიასპორმა" 11 მატჩში 15 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზეა, ხოლო "ანკარაგიუჯიუმ" 9 შეხვედრაში 5 ქულა და უკანასკნელ, 21-ე პოზიციაზე იმყოფება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან სასიხარულოა მისი ასეთი კარგი თამაში სამწუხაროა რომ თურქეთის სუპერ ლიგის ყველაზე სუსტ გუნდში თამაშობს იმედი მაქვს ამ სეზონში კაი სტატისტიკა ექნება გოლების და პასების და ზამთარში ან ზაფხულში უკეთეს გუნდში გადავა თორე ამ გუნდში დარჩენით არამგონია წარმატებას მიაჰწიოს
გიო
00:51 13-12-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული