ბუდუ ზივზივაძის გოლზე უკეთესი პასი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მოლ ფეჰერვარის" ქართველმა ფორვარდმა უნგრეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩში "ბუდაფოკის" წინააღმდეგ საგოლე გადაცემა გააკეთა, ოღონდ ისეთი, გოლს რომ ჯობდა.

ბუდუ ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანი 68 წუთზე დატოვა, როცა ანგარიში უკვე 4:0 გახლდათ. საგოლე გადაცემა კი ზივზივაძემ 35-ე წუთზე გააკეთა და უკრაინელ პეტრიაკს ცარიელ კარში გაატანინა.

ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში უნგრეთის ლიგაში მეოდანზე 565 წუთი გაატარა, ამ დროში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს ყაზაიშვილს აჩვენეთ ვინმემ :))
ჯანო ანანიძე და სხვა გუნდელები:
13 დეკემბერი 2020 20:44
0
ამას ჰქვია გუნდისათვის სასარგებლო მოთამაშე. შეეძლო თვითონაც გაეტანა, მაგრამ უმაღლესი პილოტაჟი არჩია.
თენგაბი
13 დეკემბერი 2020 17:09
1
ქართველი რომ გააკეთებს ორმაგად სასიხარულო უნდა იყოს !
andrea
13 დეკემბერი 2020 16:54
0
გასაკვირი ის არის რომ გუნდური მენტალიტეტის კარნი ფეხბურთელი ნაკრებს არ მიაკარეს და ოქრიაშვილ-ყაზაიშვილი რომლებიც პასს მაშინ აკეთებენ როცა მეტი გზა არ აქვთ (მაგინაც აგვიანებენ) ნაკრების დამრტყმელი ძალა იყო - მაკედონიამ კი გაიხარა
ზორბეგი
13 დეკემბერი 2020 16:52
0
რა არის ამაში გასაკვირი?!... მთელი მსოფლიო ასე თამაშობს!!!
ცუდია რომ გვიკვირს!!
buba
13 დეკემბერი 2020 14:40
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული