ქართველების კლუბის პრეზიდენტს თავი გადაპარსეს

AutoSharing Option
ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის "ვოლფსბერგერი" ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა და ხვალ მისი მეტოქე გაირკვევა. ეს ამ გუნდის ძალიან დიდი წარმატებაა, რაშიც კლუბის პრეზიდენტი დიტმარ რიგლერი დარწმუნებული არ იყო და ფეხბურთელებს მიზნის მიღწევის შემთხვევაში თავის გადაპარსვას დაჰპირდა.

ჰოდა, მეკარე ალექსანდერ კოფლერმა მთელი გუნდის წინაშე რიგლერს თავი გადაპარსა, თუმცა პრეზიდენტი ამით ძალიან ბედნიერი იყო და "საპარიკმახეროში" ლუდს სიამოვნებით წრუპავდა.

დღეს "ვოლფსბერგერმა" ავსტრიის ბუნდესლიგის მე-11 ტურში სახლში "აუსტრია" 3:2 დაამარცხა, 13 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 20 დეკემბერს ურთულესი გასვლითი შეხვედრა აქვს "ზალცბურგთან".
დღევანდელ მატჩში ლოჩოშვილმა დისკვალიფიკაციის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო, ხოლო გიორბელიძე სათადარიგო იყო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თმები არ ჩაგეყაროს მაგ ლუდში,თმები.
მალხაზ ჯობავა
09:55 14-12-2020
0
ა ბატონო სიტყვის კაცი. აბა ფიფია მოსვლის დღიდან გვემუქრება "გაგახარებთო" და გვეშინია უკვე.
emigranti
23:35 13-12-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული