თურქეთის სუპერლიგაზე წარუმატებელი სტარტის შემდეგ საბა ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუმ" მდგომარეობის გამოსწორება დაიწყო, რაშიც ქართველ ლეგიონერს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
გასულ ტურში ანკარულმა გუნდმა "ქონიასპორს" 4:3 სძლია, ლობჟანიძემ კი გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. დღეს კი "ანკარაგიუჯიუმ" საკუთარ მოედანზე "ჰატაისპორი" 2:0 დაამარცხა. მართალია, საბას გოლი არ გაუტანია, მაგრამ აქტიური იყო და შეუცვლელად და კარგად ითამაშა.
ზედიზედ ორი გამარჯვების წყალობით ლობჟანიძის გუნდმა უკანასკნელ ადგილს თავი დააღწია და 20 დეკემბერს სტუმრად "გენჩლერბირლიგის" დაუპირისპირდება.