"ქართულმა როტორმა" ისევ იმარჯვა და აუტსაიდერი აღარაა

AutoSharing Option
ზამთრის შესვენებაზე გასვლის წინ "როტორმა" მიჯრით მეორე გამარჯვება იზეიმა და უკანასკნელ ადგილს თავი დააღწია.

"უფას" საკუთარ მოედანზე 1:0 ძლევის შემდეგ ვოლგოგრადულმა გუნდმა ასევე სახლში ასეთივე ანგარიშით დაამარცხა ტულის "არსენალი", რომლის მცველი გია გრიგალავა სათადარიგო გახლდათ.

გამარჯვების გოლი 81-ე წუთზე თავის მიერვე მოპოვებული პენალტით ბათუმის "დინამოს" ყოფილმა თავდამსხმელმა ჯოვინო ფლამარიონმა გაიტანა.

"მეთოფეთა" საიტი დანანებით აღნიშნავს, რომ შეხვედრის დასასრულს ბურთი საჯარიმოში ხელზე საბა კვირკველიას მოხვდა, მაგრამ მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა, ნიკოლაი ყიფიანმა - 63-ე წუთამდე, ხოლო ბექა მიქელთაძე სათადარიგო
იყო. "როტორს" დისკვალიფიცირებული ზურიკო დავითაშვილი ვერ დაეხმარა.

"როტორი" 14 ქულით მე-13 ადგილზეა და 28 თებერვალს გასვლაზე "ტამბოვს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
" როტორი" პლინტუსია რუს.ლიგაში და იქაც კი ჯუღელას დიდი ჩალიჩით ძლივს ხვდებიან ეს პაზორნი ტიპები.ატკატები ტრენერს, ჯუღელს და ჭაობია მყრალი.
ჯაბა
18:33 26-12-2020
0
მიქელთაძე როტორის სათადარიგო რომ არის და ნაკრებში იყო, ხოლო ბუდუ საერთოდ არ გამოიძახეს, აი ეგაა უბედურება
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული