ქართულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, "ნასიონალის" შემტევი გიორგი არაბიძე "დინამო თბილისში" გადაბარგდეს.
ინფორმაციის გადასამოწმებლად ჩვენ ფეხბურთელის დედას, ლელა ბრეგვაძეს ვესაუბრეთ.
"ეს ამბავი მეც მედიიდან შევიტყვე და როგორც ყოველთვის, გაოცებული დავრჩი. არანაირ "დინამოზე" საუბარი არ არის და არც არავინ არ შეგვხმიანებია.
რომც იყოს დაინტერესება, ჩვენ სხვა ვარიანტები გვაქვს და "დინამოში" გადასვლის ამბავი ტყუილია", - გვითხრა ბრეგვაძემ.
ვის რად უნდა ასეთი ზარმაცი და უადგილოდ ამბიციური მოთამაშე. ვინ დააბრალა არაბიძეს ფეხბურთელობა.თურქეთის მეორე ლიგაც (!) ვერ გაქაჩა..