ქართველების დიდებული თამაში და "ანორთოსისის" გამარჯვება

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მე-15 ტურში "ანორთოსისმა" 1:0 დაამარცხა "პაფოსი".

გიორგი ლორიამ, ბუბა დაუშვილმა და გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშეს, თორნიკე ოქრიაშვილი კი ტრავმირებულია.

მატჩი ქართველების გუნდის იერიშებით დაიწყო და შორიდან დაუშვილის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. ამის შემდეგ ნაღდი გოლისგან თავისი გუნდი ლორიამ იხსნა. ქვილითაიას თავური პირველი წრის საუკეთესო მეკარემ, უკრაინელმა არტურ რუდკომ მოიგერია.

ქვილითაია მეორე ტაიმშიც აქტიური იყო, ის ფინელმა მცველმა პაულუს არაჯურიმ წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის მერე თამაშგარეს გამო გააუქმა. 65-ე წუთზე კი გიორგის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო
- მარჯვენა ფრთაზე მცველს ბურთი აართვა და მისი პასით პორტუგალიელმა ნახევარმცველმა რენატო მარგაცამ გამარჯვების გოლი გაიტანა.

ნამატჩევს ფამგუსტური გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ უკანასკნელ შეხვედრებში 10 ქულა დაკარგეს, ამჯერად კარგად ითამაშეს და კმაყოფილია.

"ანორთოსისი" 30 ქულით ამ პერიოდისათვის ლიდერია და 22 დეკემბერს "ომონიას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნახეთ, როგორი თამაშები მიდის კვიპროსის ჩემპიონატში; როგორი ტრანსლაციებია; როგორ ფორმაში არიან გუნდები; როგორ დიდი ყურადღება ექცევა ვარს და თამაშგარის კონტროლს თუნდაც; როგორი ფორმები აცვიათ... მერე ჩართეთ ჩვენი ჩემპიონატი.
დღევანდელი, თუნდაც პაფოსს რომ შეხვდეს თბილისის დინამო, 6-0 ნანატრი გაგვიხდება. აღარც ვიცი სად არის ჩვენი საშველი...
ლევან
15:55 19-12-2020
1
წარმატებები ბიჭებს.
გიზოგ
12:06 19-12-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული