"ფენერბახჩეს" ლობჟანიძე ურჩიეს - იაფად შეიძენთ და გამოგადგებათ

AutoSharing Option
ერთერთი ყველაზე პოპულარული თურქული გამოცემა sabah-ის ბლოგერმა და ცნობილმა ჟურნალისტმა ომერ ურუნდულმა სტამბულის "ფენერბახჩეს" ქართველი საბა ლობჟანიძის შეძენა ურჩია.

ავტორი, განხილავს რა თურქული გრანდის შემადგენლობას, აღნიშნავს, რომ "ფენერს" ნამდვილი ფლანგის შემტევი მხოლოდ ერთი ჰყავს - არგენტინელი დიეგო პეროტი ("რომასა" და "სევილიადან" გემახსოვრებათ), სხვა დანარჩენი კი გარემარბობას თავს ვერ ართმევს.

"ცალსახაა, "ფენერს" ფლანგის შემტევი სასწრაფოდ სჭირდება და მე კლუბს მინდა შევთავაზო ფეხბურთელი, რომელიც ითამაშებს და უბრალოდ სახელი არ ექნება.

ყველა ღირსებასთან ერთად, მისი ხელში ჩაგდება იაფად შეიძლება და ის კლუბს აუცილებლად
გამოადგება. ასეთი მოთამაშე "ანკარაგიუჯუს" თავდამსხმელი საბა ლობჟანიძეა,"- წერს ურუნდული.

26 წლის საბა ლობჟანიძე "ანკარაგიუჯუს" რიგებში გასული სეზონის მეორე ნახევრიდან თამაშობს. თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებაში საბამ 12 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
არ უნდა წამოსილიყო დანიიდან. გააგებია რო დაბლი დონის გუნდი იყო და თურქეთზე დაბვალი დონის ჩემპიონატია. მაგრამ იქ თავს უკეთ გამოიჩენდა და ანკარაგუჩუზე მაღალ გუნდში შეძლებდა გადასვლას.
შეცდდომა
00:09 21-12-2020
1
დღესაც კარგად ითამაშა და გაიტანა
მინდია
17:55 20-12-2020
2

სიახლეები პოპულარული