"ფენერბახჩეს" ლობჟანიძე ურჩიეს - იაფად შეიძენთ და გამოგადგებათ

AutoSharing Option
ერთერთი ყველაზე პოპულარული თურქული გამოცემა sabah-ის ბლოგერმა და ცნობილმა ჟურნალისტმა ომერ ურუნდულმა სტამბულის "ფენერბახჩეს" ქართველი საბა ლობჟანიძის შეძენა ურჩია.

ავტორი, განხილავს რა თურქული გრანდის შემადგენლობას, აღნიშნავს, რომ "ფენერს" ნამდვილი ფლანგის შემტევი მხოლოდ ერთი ჰყავს - არგენტინელი დიეგო პეროტი ("რომასა" და "სევილიადან" გემახსოვრებათ), სხვა დანარჩენი კი გარემარბობას თავს ვერ ართმევს.

"ცალსახაა, "ფენერს" ფლანგის შემტევი სასწრაფოდ სჭირდება და მე კლუბს მინდა შევთავაზო ფეხბურთელი, რომელიც ითამაშებს და უბრალოდ სახელი არ ექნება.

ყველა ღირსებასთან ერთად, მისი ხელში ჩაგდება იაფად შეიძლება და ის კლუბს აუცილებლად
გამოადგება. ასეთი მოთამაშე "ანკარაგიუჯუს" თავდამსხმელი საბა ლობჟანიძეა,"- წერს ურუნდული.

26 წლის საბა ლობჟანიძე "ანკარაგიუჯუს" რიგებში გასული სეზონის მეორე ნახევრიდან თამაშობს. თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე გათამაშებაში საბამ 12 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
არ უნდა წამოსილიყო დანიიდან. გააგებია რო დაბლი დონის გუნდი იყო და თურქეთზე დაბვალი დონის ჩემპიონატია. მაგრამ იქ თავს უკეთ გამოიჩენდა და ანკარაგუჩუზე მაღალ გუნდში შეძლებდა გადასვლას.
შეცდდომა
21 დეკემბერი 2020 00:09
1
დღესაც კარგად ითამაშა და გაიტანა
მინდია
20 დეკემბერი 2020 17:55
2
ფენერბაჰჩეში თუ გადავა მაგარი იქნება, ლობჟანიძე იმსახურებს ასეთ გუნდში თამაშს.
ziko
20 დეკემბერი 2020 17:38
1
არ მიქაროს ლობჟანიძემ და არ წავიდეს ფენერში.. ფენერბახჩეში ისეთი სათადარიგო იქნება, საერთოდ ვერ ნახავს მოედანს. ტრიბუნაზე დასვამენ.
ნინუამ ხომ დაგლიჯა პაოკში. კაცს კარიერა აღარ აქვს. სულ სკამზეა.
ესეც ეგრე ჩაიძირება ფენერბახჩეში.
გენა
20 დეკემბერი 2020 15:21
12
ნინუას მსგავსი კუები რომლებიც ძლივს გადააადგილდებიან ვერასდროს ვერ ითამაშებენ,ახლო მომავალში ისევ დაბრუნდება საქართველოში და აგორავოს აქ ბურთი თელავში ან ტყიბულის მეშახტეში
გიოს
20 დეკემბერი 2020 21:27
1
ეს რას იზავს არვიცი მაგრამ იანვრის მერე ნინუა ძირითადი იქნება.. ნინუამ ძალიან სწორი გდაწყვეტილება მიიღო და რმდენიმე თმაშში დაამტკიცა რო შეუძლია კრგად თმაში.. იანვარში შეკრებას გაივლის გუნდთან ერთად და მერე ან ძირითადში იქნება ან გაანათხოვრებენ.. დიდი ალბათობით ძირითადი იქნება იმტომ რომ ეხლა ვინც ყავთ ვერ გაამართლეს.
გიო
20 დეკემბერი 2020 17:12
2
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული