თურქეთის სუპერლიგის მე-12 ტურში საბა ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუ" გასვლაზე დაუზავდა "გენჩლერბირლიგის - 1:1.
58-ე წუთზე მასპინძლები დაწინაურდნენ, 74-ე წუთზე კი ლობჟანიძემ საპასუხო გოლი გაიტანა. ის 90+4-ე წუთზე შეცვალეს.
აღსანიშნავია, რომ ანკარულმა გუნდმა წარუმატებელი სტარტის შემდეგ თამაში გამოასწორა, ბოლო 3 მატჩში 7 ქულა მოიპოვა, რაშიც ქართველმა ლეგიონერმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
"ანკარაგიუჯიუ" 9 ქულით მე-19 ადგილზეა და 24 დეკემბერს "ბეშიქთაშს" უმასპინძლებს.