ლოჩოშვილი "ზალცბურგთან" სენსაციური გამარჯვებით დაბრუნდა

AutoSharing Option
"ვოლფსბურგის" მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა დისკვალიფიკაცია მოიხადა და ლიდერ "ზალცბურგთან" კარგი მატჩი ჩაატარა.

მისმა გუნდმა ავსტრიის ბუნდესლიგის მე-12 ტურში სტუმრად 3:2 სძლია "ზალცბურგს", ლოჩოშვილიმა კი შეუცვლელად და რაც მთავარია უშეცდომოდ ითამაშა. მისი თანაგუნდელი გურამ გიორბელიძე სათადარიგო იყო.

"ვოლფსბერგერი" 16 ქულით მე-6 ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 17 იანვარს ოთარ კიტეიშვილის "შტურმს" უმასპინძლებს.

ქართველების გუნდი ევროპა ლიგასა და ავსტრიის თასზეც აგრძელებს ასპარეზობას.

altქართველების კლუბის პრეზიდენტს თავი გა

დაპარსეს

altლოჩოშვილი გაუვალი იყო - "ვოლფსბერგერმა" "ფეიენოორდს" სძლია და პლეი-ოფშია [VIDEO]

altგიორბელიძე პირველად სასტარტოში და ლოჩოშვილის მეორე გაძევება

alt"იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან გაფართოვებულ სიაშიც ვერ მოვხვდი და ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა" - ლოჩოშვილმა ვაისის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა

altლოჩოშვილმა ცსკას-ს შემტევებს გასაქანი არ მისცა - "ვოლფსბერგერმა" გაიმარჯვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
სულ მეშინოდა იმისი, რომ ვაისი ვერ დააყენებდა ოპტიმალურ შემადგენლობას და ვერ აჰყვებოდა ქართველების პროგრესს ამა თუ იმ კლუბში და ასეც მოხდა. ენდო იმათ, ვისაც ენდობოდა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ამიტომაც არის საჭირო ქართველი მწვრთნელი, რომ არცერთი ქართველი ლეგიონერი არ გამორჩეს.
2
რაც უფრო მეტი ახალგაზრდა ქართველი წავა ასეთ წარმატებულ ევროპულ კლუბებში მით უკეთესი ლოჩოშვივილი ძალიან კარგად გამოიუყურება ევროპა ლიგაზეც და ჩემპიონატშიც უკვე ძირითადის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა ამ გუნდში და ასეთი გაგრძელა ერთ ორ წელიწადში შეიძლება ტოპ ლიგის გუნდშიც მოხვდეს ანალოგიურად ძალიან კარგ ევროპულ კლუბშია ნინუაც რომელსაც ჯერ არ ეძლევა თამაშის საშუალება მაგრამ იმედი მაქვს მეორე წრიდან მიეცემა შანსი თამაშის უნდა გავცდეთ ამ ყაზახურ და რუსულ კლუბებს ჩემპიონთა ლიგაზე ევროპა ლიგაზეც გამოჩნდა რომ საშუალო დონის ევრპული ჩემპიონატების მოწინავე კლუბები ბევრად უკეთესებია არიან ვიდრე რუსეთის და თურქეთის გუნდები იგივე დანის ბელგის უკრაინის ავსტრის ჰილანდის და შვეიცარის კლუბებს ბევრად უკეთესი რეზულტატები აქვთ ევროლიეგბზე ვიდრე რუსეთის წამყვან კლუბებს.
ზაზა
21:57 20-12-2020
2

სიახლეები პოპულარული