"ვოლფსბურგის" მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა დისკვალიფიკაცია მოიხადა და ლიდერ "ზალცბურგთან" კარგი მატჩი ჩაატარა.
მისმა გუნდმა ავსტრიის ბუნდესლიგის მე-12 ტურში სტუმრად 3:2 სძლია "ზალცბურგს", ლოჩოშვილიმა კი შეუცვლელად და რაც მთავარია უშეცდომოდ ითამაშა. მისი თანაგუნდელი გურამ გიორბელიძე სათადარიგო იყო.
"ვოლფსბერგერი" 16 ქულით მე-6 ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 17 იანვარს ოთარ კიტეიშვილის "შტურმს" უმასპინძლებს.
ქართველების გუნდი ევროპა ლიგასა და ავსტრიის თასზეც აგრძელებს ასპარეზობას.