ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში "ვოლფსბერგერი" გასვლაზე 1:4 დამარცხდა "სვაროვსკი ტიროლთან".
სტუმართა გუნდში პირველად ითამაშა სასტარტოში გურამ გიორბელიძემ და 65-ე წუთზე შეცვალეს. მისი თანაგუნდელი ლუკა ლოჩოშვილი 46-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 81-ე წუთზე კი პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს. ამ სეზონში ჩემპიონატზე მან მეორედ მიიღო წითელი ბარათი.
"ვოლფსბერგერი" 10 ქულით მეშვიდე ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 13 დეკემბერს "აუსტრიას" უმასპინძლებს, იქამდე კი 11 დეკემბერს, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში "ფეიენოორდს"დაუხვდება და ფრის შემთხვევაშიც კი გათამაშების შემდეგ ეტაპზე გადის. სხვათა შორის,
პირველ წრეში როტერდამში ავსტრიულმა გუნდმა 4:1 იმარჯვა.
საკმაოდ აქვს მონაცემები, რომ კარგი ფეხბურთი ითამაშოს, მაგრამ ბევრი რამ გამოსასწორებელი აქვს